Home კატეგორიის გარეშე საინტერესო ფაქტები სტალინზე

საინტერესო ფაქტები სტალინზე

22 second read
0
23

1. სტალინი საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში.

1917 წელს აღდგენილი საქართველოს ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943–მდე. 1943 წელს კი სწორედ სტალინის ბრძანებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინეს.
2. პარტიის საათავეში ყოფნის პირველი 10 წლის განმავლობაში სტალინმა სამჯერ ითხოვა გადადგომა, თუმცა მეტწილად ეს განცადებები კოლეგების შესამოწმებლად იყო გაკეთებული.
3. სტალინმა ჰომოსექსუალიზმი და აბორტი კანონით 1933 წელს აკრძალა.
4. ავტომანქანა „პობედას” შექმნისას ფიქრობდნენ მისთვის „როდინა” (სამშობლო) დაერქმიათ. ეს ამბავი რომ გაიგო, სტალინმა ირონიულად იკითხა: „და რა ეღირება ჩვენი „როდინა”? მანქანას სახელი მაშინვე შეუცვალეს.
5. 1874 წელს შედგა ბესოს და კეკეს ქორწილში, მეჯვარეები იყვნენ იაკობ ეგნატაშვილი და მიხა ციხითათრიშვილი. მალე ახალგაზრდა წყვილს ვაჟი შეეძინა, ეგნატაშვილმა მას გიორგი დაარქვა, 1 წლის შემდეგ ეს ბავშვი გარდაიცვალა, ბესომ ამის შემდეგ სმას უფრო უმატა, მალე გაჩნდა მეორე ვაჟი – მიხეილი, რომელიც 2 კვირისა გარდაიცვალა ბოლოს კი დაიბადა იოსები, ანუ სოსო ჯუღაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის მხრივ სუსტი იყო, იგი 5 წლის ასაკში ყვავილით დაავადდა, ავამყოფობამ სოსოს სახეზე ჭორფლი დაუტოვა, სწორედ “ჭორფლიანის” სახელით მოიხსენიებდნენ მას სკოლაში…
6. სტალინის დროს საქართველოში შეიქმნა შემდეგი სამრეწველო ობიექტები: ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანა, რიონჰესი, ზაჰესი და სხვ… კოლხეთის ჭაობების დაშრობის შემდეგ განვითარდა მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, გაიზარდა ღვინისა და მინერალური წყლის წარმოება.
7. სტალინი ზუსტად იხსენებდა საქართველოს რომელ კუთხეში რა ღვინო მოდის და რა თვისებები აქვს. ერთხელ ქალაქ იალტაში, ვისკის მოყვარული ჩერჩილისთვის მეგობარს ქართული ჭაჭა ჩაატანინა.
8. სტალინი ყოველთვის სთავაზობდა სტუმრებს არაყს, მაგრამ ამ დროს ალკოჰოლის მიღებისაგან თავს იკავებდა, რათა სრულიად ფხიზელს ემსჯელა სტუმრებთან. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ზომიერად დაელია ალკოჰოლური სასმელი, სადაც უპირატესობას ქართულ ხვანჭკარას ანიჭებდა.
9. “ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა, დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ”.
დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ვიღაცამ მოახერხა და ივანე ჯავახიშვილის ამბავი აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს.
10. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა საინფორმაციო წყარო ადასტურებდა, რომ “დიდი ბელადი” მეორე მსოფლიო ომის დროს სულ კრემლის კედლებში იყო ჩაკეტილი და ისე იძლეოდა განკარგულებებს. ასეა აღწერილი უამრავ ფილმშიც, თავის კაბინეტში მჯდომი, ან გლობუსთან მდგარი სტალინი. თუმცა, როგორც სტალინთან დაახლოებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაიორი ალექსეი რიბინი იხსენებს, ბელადი რამდენჯერმე იყო გასული ფრონტის წინა ხაზზე და პირადად ამოწმებდა საომარ ვითარებას. იგი უფრო მეტად მამაცი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა მაღალჩინოსანი-დასძენს ალექსეი რიბინი. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, სტალინის ავტომობილი მოსკოვის მახლობლად ღრმა თოვლში ჩავარდა, ამ დროს გერმანელმა არტილერისტებმა ინტენსიური სროლა დაიწყეს. ბელადი სხვა მანქანაში გადასვეს, ხოლო თოვლში ჩავარდნილი ავტომობილი ტანკით ამოათრიეს. რიაბინის თქმით, გერმანელები რას წარმოიდგენდნენ, რომ მანქანაში თვით მთავარსარდალი იყო, თორემ მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა იმ ადგილის დაკავება და სტალინის ტყვედ ხელში ჩაგდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In კატეგორიის გარეშე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *