ლეონარდო და ვინჩის „საიდიმლო სერობა“ ყველასათვის კარგად ცნობილი შედევრია, თუმცა მისი შექმნის ისტორია ალბათ ბევრმა არ იცის.

ლეონარდო ნახატის შექმნისას დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მას ფრესკაზე უნდა გამოესახა იესოს სახით სიკეთე და  იუდას სახით ბოროტება. მან შესაფერისი ნატურების მოძებნა დაიწყო. ქრისტეს ნათელი მან შემთხვევით მომღერალთა გუნდის ერთ-ერთ წევრში დაინახა და მისი გამოსახვა გადაწყვიტა. მუსიკოსი სიამოვნებით დასთანხმდა შეთავაზებაზე. ლეონარდოს ტილო რომ დაესრულებინა, იუდას ნატურაც უნდა ეპოვნა, თუმცა ვერაფრით მიაგნო ისეთ ადამიანს, რომლიც უიდას დასახატად გამოდგებოდა.

მხატვარს  ბევრი დრო აღარ რჩებოდა, რადგან ლუდოვიკო სფორცა ითხოვდა შეკვეთის  სწრაფად დასრულებას. ლეონარდომ იუდას  ნატურის ძიება ახლა უკვე მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში დაიწყო. დიდი ხნის წვალების შემდეგ იპოვნა ერთი ბინძური, სასმელით გაჟღენთილი, ჩამოკონკილი, მძინარე მამაკაცი და თანაშემწეებს ტაძარში მიაყვანინა. სწორედ ამ მამაკაცის სახით გამოსახა ფრესკაზე იუდა, რომელზეც აღბეჭდილია შური, ეგოიზმი და მლიქვნელობა. სამუშაოს დასრულების  შემდგომ, მათხოვარი გამოფხიზლდა, ნახატს თვალი მოჰკრა და გაოგნებულმა წამოიყვირა :

„ _ ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!

_ კი მაგრამ, საიდან? – გაუკვირდა ლეონარდოს.

_ სამი წლის უკან, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვღეროდი, ერთმა კაცმა წამიყვანა და ქრისტეს დასახატად გამომიყენა“. აი, ასე შეიქმნა ცნობილი  ფრესკა, რომელზეც სიკეთე და ბოროტება ერთი ადამიანის სახით არის გამოხატული.

მარიამ მახნიაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი