ქეთევან სიხარულიძე ფოლკლორისტი:

ძველად ახალი წელი გაზაფხულზე დგებოდა,იგი დაკავშირებული იყო ნაყოფიერების ღვათებასთან, რომელიც ზამთარში მიწისქვეშეთში იმყოფებოდა, გაზაფხულზე კი განახლებული უბრუნდებოდა თავის საუფლოს და თან მოჰქონდა ახალი სიცოცხლე. ღვთაებას შესაწირით ეგებებოდნენ, მაგრამ წლების შემდეგ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ აღარ დაუტოვა ადგილი წარმართულ ღვათაებებს. ახალი წლის დღესასწაულს გამოეცალა რელიგიული საფუძველი, იგი ოჯახის ფარგლებში მოექცა და მისმა თარიღმა ზამთარში გადაინაცვლა. მეკვლეც ძველი ჩვეულების გადმონაშთია. წინათ მეკვლე მადლცხებული პიროვნება იყო, რომელსაც პირველი ხნული, კვალი გაჰქონდა. აქედან წარმოსდგა სახელი მეკვლეც. ადრე როცა ახალი წელი გაზაფხულზე დგებოდა, ნაყოფიერების სიმბოლო ვაზი იყო და საახალწლოდ ის ამშვენებდა ოჯახებს, ახლა კი ვაზის ნაცვლად ნაძვის ხეს დგამენ.

წყარო: ჟურნალი ,,სარკე”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი