Home საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებელი 50-მა თანამშრომელმა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი 50-მა თანამშრომელმა დატოვა

20 second read
0
36

აზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე 50-მა თანამშრომელმა დატოვა. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვება სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწიათ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, სულხან სალაძეს აინტერესებს, აღნიშნული გადაცემების მოხსნის შემდეგ, რა მასალით შეივსება ეთერი.

„დღეს მაუწყებლის დებულების ახალი რედაქცია შედის ძალაში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა, რა ცვლილებები იქნება მაუწყებელში, უახლოესი დღეების განმავლობაში, რა პროცესებს უნდა ველოდეთ. გარდა ამისა, რა გავლენას მოახდენს ეს დებულების ძალაში შესვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს დასაქმებულ თანამშრომლებზე და რა გადაადგილებები მოჰყვება,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, თინათინ ბერძენიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, 50 თანამშრომელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვება მოუწია.

„დაახლოებით 50-მა ადამიანმა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი, აქედან ნახევარი ნახევარზე შეგვიძლია გავყოთ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხელშეკრულება ამოეწურათ და ვადა გავიდა, ხოლო დანარჩენი ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად პროექტებზე იყვნენ, ასე ვთქვათ, მუშაობდნენ და მოუწიათ დიდწილად სხვა პროექტზე გადასვლა, ზოგს კი, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დატოვება,“ – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ახალი საეთერო სეზონის დაწყების დროზე მსჯელობენ. შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებელის “პირველ არხზე” ახალი საეთერო სეზონი შემოდგომის ნაცვლად, იანვრიდან დაიწყოს. დღესვე გახდება ცნობილი, გათავისუფლდებიან თუ არა სხვა თანამშრომლებიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By ნინო შავერდაშვილი
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *