Home ახალი დამატებული საზოგადოების „მკითხაობა“ ციანიდის საქმეზე _ ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს?

საზოგადოების „მკითხაობა“ ციანიდის საქმეზე _ ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს?

19 second read
0
39

ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი:

_ ორი მიმართულება გამოიკვეთა, საიდანაც, სავარაუდოდ ერთია სიმართლე, მეორე მოგონილი ტყუილი.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მამა გიორგი ჩვენებაში ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა მას ციანიდი გერმანიაში მისი ნათესავისთვის წაეღო. თუმცა რეალურად ციანიდი არ გადაუცია მისთვის. შემდეგ მას ციანიდი ჩაუდეს ისე, რომ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ.

გამოდის, რომ რეალურად, ციანიდი არსებობს საქმეში. ან მართლა ჰქონდა, სავარაუდოდ, გარკვეული მიზნისთვის. ან კიდევ ჩაუდეს და წინასწარ დაგეგმილი სიუჟეტის მსხვერპლი გახდა.

ორივე შემთხვევაში უამრავი კითხვა გაჩნდა დამატებით, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესია გაირკვეს სიმართლე.

ამ ორი სავარაუდო მიმართულებიდან ან სახელმწიფომ დაუშვა უპატიებელი შეცდომა, დაგეგმა და განახორციელა სპეცსამსახურების საშუალებით სპექტაკლი, ან კიდევ მამა გიორგიმ მართლაც რაიმე საშინელება დაგეგმა და სახელმწიფომ აღკვეთა დანაშაული.

პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე საპატრიარქოში პროკურორის მიერ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ჩანაწერების ჩვენებაზე საუბრობს.

„იმ დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე, რაც საპატრიარქომ მიიღო და თავად მისმა უწმინდესობა პატრიარქმა და ჩვენმა მღვდელმთავრებმა, არავითარი ამის მსგავსი არ იკვეთება,“ – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის პირდაპრ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ვიდეოჩანაწერი მთლიანად არ აქვს ნანახი და გამოძიების დასრულებას ელოდება.

„ის, რაც მე ვნახე, მსგავსი რამ არ ჩანს, რომ ქალბატონმა შორენამ სთხოვა მამა გიორგი მამალაძეს, რომ მას სჭირდება ციანიდი. ეს მოულოდნელი იყო ასევე მთავრი პროკურორისთვის. ასეთი რამ საერთოდ გამოძიებისთვის უცნობია,“ – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ. მისი თქმით, საპატრიარქო გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.

სად არის სიმართლე?

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *