ზურა დათუაშვილი, ისტორიკოსი:

_ მე მგონი, ეს ის სიტუაციაა, როცა მომხდარი ფაქტის სამართლებრივი მხარით აპელირება წმინდა წყლის კაზუისტიკაა.
გაჩეხილი ხეები, ე.წ. ქარსაცავი ზოლი, აშკარად საბჭოთა პერიოდშია დარგული და სახელმწიფოს საკუთრებაა. შეუძლებელია, იგი კერძო პირებს ეკუთვნოდეთ. ესე იგი, გამოდის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაჩეხა სახელმწიფოს კუთვნილი ხეები და ამით რომელიმე კერძო მესაკუთრის ინტერესები არ შელახულა. თუ რომელიმე მათგანის ეზოში დარგული ხე მოჭრეს – შეთანხმების საფუძველზე და ფულადი კომპენსაციის გარანტიით.
გავჩერდეთ ამაზე?
ვითომ მხოლოდ ესაა პრობლემის არსი?
არა, პრობლემის არსი სხვა რამეა. ყველანი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ჰობი (საუკუნოვანი ხეების მოთხრას და საკუთარ პარკში გადარგვას ვგულისხმობ) უკვე მანიაკალურ ახირებაში გადაიზარდა და ამაზე ყველა დუმს. დუმან ისინი, ვინც უნდა ყვიროდეს და უმეტესად ყვირიან ისინი, ვისაც სპეკულირების გარდა სხვა მიზანი არ გააჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობა კი აბსოლუტური ჩვარია. იგი ისეთივე მონაა, ფეხებზე მკიდია და ინდიფერენტული, როგორიც იყო შევარდნაძის და სააკაშვილის დროს. მისთვის უცხოა სახელმწიფო ქონების მიმართ მომჭირნე და გულშემატკივრული დამოკიდებულება. კვირიკეს პრეცედენტი ამ დასკვნის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ამ ქვეყანასაც, მის საზღვრებსაც, ხელისუფლების ყველა შტოს და სტრუქტურას ფორმალური, პირობითი ხასიათი გააჩნია. რაც ყველაზე ცუდია, საზოგადოება არ არსებობს და ასე მივედინებით ნებაზე მიშვებული ნახირივით. კი ხვდებით, საითკენაც…

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი