Home ახალი დამატებული საემიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებულებს, ადვოკატის აყვანის უფლება არ ეძევათ

საემიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებულებს, ადვოკატის აყვანის უფლება არ ეძევათ

24 second read
0
27
ლევან ნათალიშვილი _ ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:
_ შეერთებული შტატების ისტორიაში არის რამოდენიმე ბნელი თავი, რომელიც დაკავშირებულია უმცირესობების ძალადობრივ გადაადგილებასთან: მონათვაჭრობა, „ცრემლიანი ბილიკი”, ოპერაცია Wetback (არალეგალი მექსიკელი იმიგრანტები) და ინტერნირება იაპონური წარმოშობის როგორც მოქალაქეების, ასევე არამოქალაქეების მეორე მსოფლიო ომის დროს. ყოველი მათგანი განიხილებოდა როგორც კანონიერი მოქმედება და გამართლებული იყო თავის დროს. ეხლანდელ დროში ეს მოქმედებები განიხილება როგორც თავდასხმა ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე.
პრეზიდენტ ტრამპის სააღსრულებლო ბრძანებები და შინაგანი უსაფრთხოების მდივნის, ჯონ კელლის სამახსოვრო ბარათები კვლავ დააზარალებს ჩვენს ეროვნულ ღირსებას. სამახსოვრო ბარათები მოუწოდებენ, რომ გაიზარდოს ეროვნული საემიგრაციო ძალები 15 000-მდე, რომ შეძლონ ალყაში მოაქციონ, დააკავონ და დეპორტაცია გაუკეთონ უდოკუმენტო ემიგრანტებს, ვინც ჩვენს შორის ცხოვრობენ. იმის მაგივრად, რომ ყურადღება გამახვილდეს კრიმინალებზე, ისინი ყველა უდოკუმენტო ემიგრანტს ხდიან სამიზნედ დეპორტაციისთვის, და პროცესი რომელსაც “დაჩქარებულ გაძევებას” ეძახიან ამცირებს დაცვის შესაძლებლობებს.
ეს პოლიტიკა არის დაფუძნებული ტყუილზე, თითქოს არალეგალი ემიგრანტები წარმოადგენენ საფრთხეს და ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ემიგრაციის მკვეთრმა ზრდამ სამხრეთ საზღვრებთან გადატვირთა ფედერალური სააგენტოები და მნიშვნელოვნად დააზარალა ეროვნული უსაფრთხოების საქმე.”- ნათქვამია კელლის მემორანდუმში.
სიმართლე გაცილებით ნაკლებად დრამატულია. უდოკუმენტო ემიგრანტთა რიცხვი კლებულობს. უფრო მეტი ადამიანი ტოვებს შეერთებულ შტატებს ვიდრე ჩამოდის. იმიგრაციის მატება არის მხოლოდ ქალებში და ბავშვებში რომლებიც გაურბიან ძალადობას, ძირითადად ცენტრალური ამერიკიდან.
და რა ღირებულებას წარმოადგენენ უდოკუმენტო იმიგრანტები? მათ მიერ შექმნილი შემოსავალი გაცილებით მეტია ვიდრე დატვირთვა რომელსაც ისინი უქმნიან სახელმწიფოს.
დაბეგვრისა და ეკონომიკის პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, უდოკუმენტო იმიგრანტები იხდიან $11.6 მილიარდ დოლარს გადასახადების სახით ყოველწლიურად. სოციალური დაცვის ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, უდოკუმენტო მუშებს ფონდში შეაქვთ $15 მილიარდი დოლარი ყოველ წელს და მათ სოციალურ დაცვაზე იხარჯება დაახლოებით $1 მილიარდი დოლარი.
ასევე მცირე მტკიცებულებებია რომ უდოკუმენტო ემიგრანტები ქმნიან რაიმე საფრთხეს საზოგადოებისთვის. სინამდვილეში, როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, ემიგრანტები ნაკლებად ჩადიან დანაშაულს, ვიდრე მკვიდრი ამერიკელები.
არავინ აპროტესტებს მოძალადე კრიმინალების მოშორებას ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ მასიური დეპორტაციის გაჩაღება მოწყვლადი სეგმენტის ხარჯზე არის პირდაპირი რეცეპტი კატასტროფისთვის. ცოტახნის წინ, საიმიგრაციო და სასაზღვრო კონტროლის (ICE) ძალოვნებმა ჩაატერეს “რუტინული” რეიდები “უცხოელი კრიმინალების” დაკავების მიზნით, რომლის დროსაც 12 შტატში დაკავებულ იქნა 678 ადამიანამდე, და მათ შორის ქალი რომელმაც პოლიციას მიმართა ოჯახური ძალადობისგან თავდასაცავად. ნაკლებად დასაჯერებელია რომ ეს ქალბატონი რაიმე ნაციონალურ საფრთხეს წარმოადგენდა, ის 20 წლის განმავლობაშI ცხოვრობდა ფონიკსში და დეპორტაციის შემდეგ მას აქ დარჩა ორი შვილი რომლებიც შეერთებული შტატების მოქალაქენი არიან.
    ზუსტი მონაცემები თუ რამდენი მოქალაქე არის უკანონოდ დაკავებული ძნელია, რომ მოიპოვო, მაგრამ გამოკვლევები ამბობენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად დიდია. ასეთი “შეცდომები” დამახასიათებელია პროცესისთვის. სისხლის სამართლის სასამართლოებისგან განსხვავებით, საემიგრაციო პოლიციის მიერ დაკავებილებს არ ეძლევათ უფლება ადვოკატზე.
ლათინოსებისთვის ეს ეგზისტენციალური მომენტია. ჩვენმა მთავრობამ ომი გამოუცხადა ჩვენს კომუნებს. ფიქრობთ მე ვაჭარბებ? წარმოიდგინეთ ICE აგენტები რომლებიც ტალღასავით მოდიან თქვენს სამეზობლოში, ალყაში აქცევენ ხალხს რომ ვერც ეკლესიში წავიდნენ და ვერც კინოში. ხალხი შეშინებულია რომ გარეთ გავიდეს ექიმთან წასასვლელად, ბავშვები სკოლებში ვერ მიდიან, კრიმინალური დანაშაულის დროს არ ხდება პოლიციის გამოძახება. თუნდაც მოქალაქეობის მქონე ლათინოსისთვის უდოკუმენტებოდ გასვლა გარეთ შეიძლება დაკავების მიზეზი გახდეს.
20 წლის განმავლობაში კონგრესი ინახავს იმიგრაციის პრობლემატიკას როგორც წინასაარჩევნო ზემოქმედების საშუალებას. ამ დროის განმავლობაში უდოკუმენტო ადამიანებმა უკვე ფესვები მოიკიდეს აქ, ოჯახები შექმენს, ბავშვები გააჩინეს, ჩვენს ეკლესიებში დადიან და ჩვენს ტვირთს იზიარებენ. მათი ჩვენგან მოწყვეტა სისასტიკე იქნება. 5 000 000 -ზე მეტ მოქალაქეს ყავს უდოკუმენტო მშობლები. ეს ბავშვები მიიღებენ უდიდეს სტრესს, ტრავმას, დარჩებიან უმწეონი და ხანდახან მიუსაფარნიც თუ მათ მშობლებს გაადეპორტებენ. ჩვენ გვირჩევნია რომ ეს ამერიკელები ვიხილოთ თავიანთი პოტენციალით რეალიზებულნი ცხოვრებაში.
ჩვენ ვანვითერებთ ყოველ შესაძლებლობას რომ შევაჩეროთ ეს გაუაზრებელი პოლიტიკა – მედიის საშუალებით, სასამართლოში და მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. მაგრამ ჩვენ მარტონი ვერ გავიმარჯვებთ. ჩვენ მოვუწოდებთ ფედერალურ მუშაკებს რომლებიც მოწმენი არიან პოტენციური დარღვევების, რომწინააღმდეგობა გაწიონ ადგილზევე და შეატყობინონ ეს შემთხვევები კონტროლიორებს. ჩვენ მოვუწოდებთ კონგრესს რომ არ დააფინანსოს ეს პოლიტიკა. ჩვენ მოვუწოდებთ თავშესაფარი ქალაქების მმართველებს რომ ერთგულნი დარჩნენ თავიანთი ღირებულებების და არ მიიღონ მონაწილეობა პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ერთმორწმუნეებს რომ გამოხატონ თავიანთი მორალური აღშფოთება და მოგვიხსენიონ ლოცვებში. და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს რომ არ დაუშვან ჩვენი ქვეყნის ღირებულებები გათელილ იქნას მათი სახელით.
სხვა უკეთესი საშუალებები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ბოლო წლებში კონგრესი ახლოს მივიდა ორპარტიულ გადაწყვეტილებამდე. ჯობია ამას დავუბრუნდეთ, ვიდრე გავაგრძელოთ ეს ბნელი, სასირცხვილო გზა. ისტორია, როგორც ყოველთვის, სადარაჯოზე დგას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *