რეჟისორმა და ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ  euronews.ge -ს პაპარაცული ფოტო გადასცა, რომელიც, მისი თქმით, ტელეკომპანია „იბერია“-ს ეთერში, გადაცემა „პრიორიტეტი“-ს დასრულების შემდეგ გადაიღო.
   ფოტოს ისტორიაც ზაზა სვანაძემ მოგვითხრო:
 
  _ დღეს ,,პრიორიტეტში“ მწვავე დებატები გაიმართა მახათას მთაზე პანთეონის განთავსებასთან დაკავშირებით. გადაცემაში ისაუბრეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ბედზეც. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები: ასმათ ტყაბლაძე, ლალი ბადურაშვილი, გივი სიხარულიძე, ქეთევან კიკნაძე, მე  და სხვები. რეკლამის დროს გივი სიხარულიძემ ქალბატონ
წამყვანს, მაკა რაზმაძეს უსაყვედურა, მე მომიწვიეთ
სიყვარულზე, ვნებაზე და სექსზე სასაუბროდ. როცა გადაცემა იქნება 
სიცოცხლეზე და მკვდრებზე მახინჯები მიიწვიეთო, რასაც პიკანტური ისტორიებიც მოაყოლა.
  გადაცემის დასრულების შემდეგ, ბატონმა გივიმ  მაკა რაზმაძის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და მისკენ საკოცნელადაც გაიწია.
ერთ მომენტში ცნობილი ჟურნალისტი სიხარულიძეს გაექცა, თუმცა მან მაინც მოახერხა რაზმაძესთან მიახლოება და ლოყაზე კოცნა.
ფოტოზე სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი