უფოლოგი ერეკლე შონია მიიჩნევს, რომ საბერძნეთის კოშმარული ხანძარი, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შეიძლება, უცხო ვიცილიზაციის გაფრთხილება იყოს. მისი თქმით, უცხო პლანეტების წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ დედამიწის დაღუპვამ შეიძლება,  მათი პლანეტების განადგურებაც გამოიწვიოს, ამიტომ, მუდმივად აკვირდებიან ადამიანთა ქმედებებს, მათ ქცევებს. როცა უხეშად ვერევით ბუნების კანონებში, ,,დედამიწის მცველები“-სგან ვიღებთ ე.წ. გაფრთხილებას, რაც  ხანძრებითა და წყალდიდობებით გამოიხატებაო, გვითხრა მან.

  ერეკლე შონია:

_ უფოლოგთა საერთაშორისო  სამეცნიერო-კვლევის ასოციაცია  ,,ადამიანი -გარემო“  1990 წლიდან ფუნქციონირებს. ის მამაჩემმა, თალეს შონიამ დაარსა.  ასოციაცია სწავლობს ადამიანისა და გარემოს ურთიერთობებს – ანომალიურ მოვლენებს, უცხო  ცივილიზაციებს. წლების განმავლობაში ამ კუთხით დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა. სწორედ ამ ცოდნით ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

  _ კარგი იქნება, თუ ყველაზე უახლესი ფაქტების შესახებ მოგვიყვებით…

_ გვაქვს ურთიერთობები ადამიანებთან, ე.წ. კონტაქტორებთან, რომელებიც კავშირს ამყარებენ ზეციურ ძალებთან, უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებთან. ზოგჯერ, მათ  სახლებშიც ხდება უცნაური მოვლენები. ზოგი ამბობს, რომ მოხდა თვითაალება, მათთან ცხოვრობს  პოლტერგეისტი, აღწერენ უცნაურ არსებებს, რომლებიც  ცდილობენ მათთან კონტაქტს და ა.შ.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ისე არ არის განვითარებული, რომ აინტერესებდეს მსგავსი ინფორმაციები. უცნაური მოვლენების ანალიზი მაინც სიახლეა მათთვის და არ უნდათ დაჯერება. წინასწარ მივიღეთ ინფორმაცია წყალდიდობებთან დაკავშირებით და ესეც რამდენიმე თვეში გამართლდა.

ბოლოს, თბილისში დიდი მიტინგები რომ იმართებოდა, რუსთაველმა გოგონამ გამომიგზავნა ღრუბლის ფოტო და მკითხა, რას ნიშნავს ესო? ღრუბელს ჰქონდა ადამიანის სახის ფორმა. დავამშვიდე ეს ადამიანი, თუმცა ძალიან მალ დაიწყო წვიმა და წყალდიდობამაც არ დააყოვნა.

  _ საბერძნეთის ხანძარი და წყალდიდობაც შეიძლება, ,,მათ“ მიერ იყოს გამოწვეული?

_  რა თქმა უნდა, შესაძლებელია, საბერძნეთის ხანძარსაც ჰქონდეს იგივე მიზეზი. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ საბერძნეთის ტერიტორია არის პროტოიბერული ცივილიციის აკვანი. იბერიული რასა, რომელიც დასახლებული იყო ხმელთაშუა ზღვის გარშემო, არის ის რასა, რომელიც დედმიწაზე პირველი იღებს ნებისმიერი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას. ეს ტერიტორია, როგორც სასიგნალო ნათურა, პირველი ყვირის  ცვლილებებზე, რომლებიც მთელ დედამიწაზე უნდა მოხდეს. ასე, რომ გამორიცხული არა არის, საბერძნეთის ხანძარიც და წყალდიდობაც იყოს უცხო ცივილიზაციის მორიგი გაფრთხილების შედეგი.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: ჟურნალი ,,სარკე”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი