Home ახალი დამატებული საახალწლო საჩუქარი სამხედროებს: სახლში წაეთრიეთ ბატონებო!

საახალწლო საჩუქარი სამხედროებს: სახლში წაეთრიეთ ბატონებო!

20 second read
0
17

“ახალი წელი დგება და ყველა ცივილიზირებულ სახელმწიფოში ხელისუფლება იმაზე ზრუნავს, მისი მოქალაქეები რითი წაახალისოს, თქვენ კი ხალხი სამსახურიდან სახლში გაყარეთ, ეს იყო თქვენი საახალწლო საჩუქარი? ობიექტურობა მოითხოვს და უნდა ითქვას, მე არ მომისმენია მთავრობის ხელმძღვანელის, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის საჯარო განცხადება, გაყარეთ ხალხი სამსახურიდანო. მისი საჯარო განცხადება ასეთი იყო: “შეამცირეთ სამივლინებო ხარჯები”. იზორიებმა, ბაძაღუებმა, ჩიქოვანებმა, გორთამაშვილებმა და ეშმაკმა უწყის კიდევ ვისმა ძეებმა და ვისმა შვილებმა სამ თვეში იმხელა პრემიები შეიტყაპუნეს, რომ ნებისმიერ ბალანსზე საუბარი სამარცხვინოა.

პოლკოვნიკი, რომელმაც შეიარაღებულ ძალებში ლამის 30 წელი იმსახურა, დათხოვნის დროს, 3000 ლარზე მეტი კომპენსაცია ვერ აიღო და ვინ არის ეს პოლიციიდან იზორიას ნდობის იმედად მოთრეული ბაძაღუა, რომ სამ თვეში, 3500 ლარს წოვს სისხლივით თავდაცვის ბიუჯეტს? საუბარი მის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე ხომ საერთოდ სასაცილოა.

   თავდაცვის სამინისროში მიმდინარეობს ანტისახელმწიფოებრივი ძალების კონსოლიდაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩაჩიბაია და მისი ე.წ სასტავი. ნაციონალური მოძრაობის გაყოფის შემდეგ, თავდაცვაში მყოფი  ნაცები მიეკუთვნენ მიშა-უკრაინელის განაყოფს, რომელიც წარმოადგენს პრაქტიულ ძალას და ბოკერიასგან განსხვავებით, არ თამაშობს ოპოზიციურ მასკარადს. სწორედ უკრაინიდან იმართება თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, რაც არის უდავოდ საგანგაშო. პირველი ეტაპისთვის წარმატებით ხორციელდება დივერსიული კადრების დაწინაურება. საკადრო საბოტაჟის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში შემზადებული და გადაბირებული საარმიო დანაყოფები აუცილებლად იტყვიან თავის  სიტყვას სამხედრო გადატრიალების ფორმით, რასაც წინ წარემძღვარება შეიარაღებული დაძაბულობის ინსპირაცია.

რაც შეეხება “სამივლინებო ხარჯების შემცირებას”, თავდაცვის უწყებაში ეს წარმოუდგენელია. ხდება შემცირება პირადი შემადგენლობისა და არა სამივლინებო ხარჯების. ალბად გახსოვთ ხიდაშელის საზღვარგარეთული ვოიაჟები, რომელიც ფეისბუქ სელფებზე “თაგავდა” თავის პოლიტ ხუნტას წარწერით: “შენ გული არ დაგწყდეს, შემდეგში შენ წაგიყვან მივლინებაშიო”. “ვბედნიერდებოდით”, ვიღაც გიორგი მოლოდინების, გიორგი შაიშმელაშვილების და ვიღაც დედაკაცების სელფ ფოტოებით პარიზიდან, ვენიდან და ეშმაკმა უწყის საიდან აღარ. ეს პროცესი ახლაც მიდის. შეიცვალა მხოლოდ გვარები: ხიდაშელით _ იზორია!” _ წერს სამხედრო ბლოგერი დავით ნემსაძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *