სკოლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყო და დღეს დასრულდა. აბიტურიენტებს გამოცდა ოთხ ძირითად საგანში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიასა და მათემატიკაში ჩაუტარდათ. საატესტატო გამოცდები 1500-ზე მეტ სკოლაში ერთდროულად, 09:00 საათზე დაიწყო, თუმცა იყო გამონაკლისიც, კერძოდ, აჭარისა და მარნეულის რეგიონები, სადაც გამოცდა გვიან დაიწყო და ამის მიზეზი იყო ელექტროენერგიის შეწყვეტა.

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე სულ 47 ათასზე მეტი მოსწავლე იყო რეგისტრირებული. ამ დროისთვის უკვე ცნობილია ოთხივე ძირითადი საგნის საერთო შედეგი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია, მათემატიკა), თუ რამდენმა აბიტურიენტმა შეძლო ბარიერის გადალახვა თითოეულ მათგანში; ამ მხრივ შედარებით სავალალო შედეგია უცხო ენასა და მათემატიკაში, სადაც აბიტურიენტთა მხოლოდ 85%-მა შეძლო ბარიერის გადალახვა, დანარჩენ ორ საგანს რაც შეეხება, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბარიერი წარმატებით გადალახა 97%-მა, ხოლო ისტორიაში 95%-მა.

ამ დროისთვის ოთხ ძირითად საგანში გამოცდა დასრულებულია. რაც შეეხება მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდებს, ის 19 ივნისიდან დაიწყება.

სოსო გაზდელიანი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი