,,სააკაშვილს, ეტყობა, ჰგონია, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრების საპასუხო დატყმას გვაყენებს. ცდება! პატიმართა წამების ფაქტების გასაჯაროვება(რამაც სააკაშვილის რეჟიმს ფარდა ახადა და რაც ადამიანის უფლებათა კუთხით, თუ რელიგიური კუთხით ერთ- ერთი უმძიმესი დანაშაულია) და პროცესი, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ, სრულიად განსხვავებული წონითი კატეგორიის პროცესებია. სააკაშვილს ისიც ჰგონია, რომ მისი მმართველობის, ანუ დამნაშავე რეჟიმის სამართლებრივ- პოლიტიკური შეფასების პროცესს შეაფერხებს… აქაც ცდება!!! რეზოლუციას სამშაბათს უკვე იურიდიული კომიტეტი განიხილავს და პლენარულ სხდომაზე გავა! ვერც შეგვაფერხებთ და ვერც გაგვაჩერებთ!
სააკაშვილს ბევრი რამე ჰგონია ახლა, მაგრამ არაფერს, რაც მას ჰგონია, რეალობაში ხორცშესხმა არ უწერია, ამიტომ გემებიდან გადასახტომად გამზადებული მგზავრები, ჩემი რჩევაა, მაშველი რგოლით გადახტით. გარწმუნებთ, უკან დასაბრუნებლად გამოგადგებათ” _ წერს ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი ზაზა ოქუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, სადაც მან მმართველი გუნდი ბიზნესის რეკეტსა და ყაჩაღობაში ამხილა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი