მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს Lacoste–ს მაისურის ბრილიანტის მწვანით დალაქავებისთვის 50 ევრო მოსთხოვა.

თავისი მოთხოვნა სააკააშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
ქალაქ ლადიჟინში 19 ივნისს სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილს კვერცხები დაუშინეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს.
„მორიგი თავდასხმა ბრილიანტის მწვანით ქალაქ ლადიჟინში. თავდამსხმელმა აღიარა, რომ მას ამისთვის 200 გრივნა გადაუხადეს პეტრო პოროშენკოს ბლოკის აქტივისტებმა. ყველაფერი გადავიღეთ და მალე გავასაჯაროვებთ. ისევ ახალი მაისური ჩავიცვი და ესეც გამიფუჭეს არამზადებმა! პეტრე ალეკსეევიც, ეს თქვენ ხართ. ან დაასრულეთ ეს საბავშვო ბაღი, ან ამინაზღაურეთ Lacoste–ს მაისურის საფასური, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში ვიყიდე, როდესაც ტანზანიიდან ვბრუნდებოდი. ფასი – 50 ევრო“, – წერს სააკაშვილი.
გასული წლის ოქტომბერში ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დატოვების შემდეგ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა და მას ტყუილებსა და კორუფციაში

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი