All for Joomla All for Webmasters
მთავარი საზოგადოება “სააკაშვილი იმუშავებს მისთვის, ვინც გადაუხდის, წაიყვანეთ თქვენთან, რუსეთში”

“სააკაშვილი იმუშავებს მისთვის, ვინც გადაუხდის, წაიყვანეთ თქვენთან, რუსეთში”

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი – სააკაშვილი იმუშავებს მისთვის, ვინც გადაუხდის, წაიყვანეთ თქვენთან, რუსეთში

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - სააკაშვილი იმუშავებს მისთვის, ვინც გადაუხდის, წაიყვანეთ თქვენთან, რუსეთშიუკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათ შორის რუსეთის აგენტად მოიაზრებს, რაც უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი დაკავების საფუძველი გახდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ილია კივამ განაცხადა.

„სააკაშვილი გამყიდველია და იმუშავებს მისთვის, ვინც მას ფულს გადაუხდის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, პუტინი, ობამა, თუ ბინ ლადენ. ვინც გადაუხდის, მასთან იმუშავებს. მერწმუნეთ, სააკაშვილი მეძავია. თქვენ ხომ არ ეძახით მეძავს კომუნისტს, თუკი ის კომუნისტთან წევს? არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვისთან წევს მეძავი, წითლებთან, თეთრებთან თუ მწვანეებთან. ასევეა მის შემთხვევაშიც. სააკაშვილი მეძავია, ამიტომაც იყიდება. უკრაინას საკუთარი მეძავები ჰყოფნის, უცხო არ გვჭირდება. წაიყვანეთ ეს მეძავი თქვენთან, რუსეთში. იქ მას მეგობრები ჰყავს, იქ ცხოვრობს კურჩენკოც “, – განაცხადა ილია კივამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი