საქართველოს მოქალაქე ვანო ნადირაძე უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემები სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე უკრაინაში უკანონოდ დაბრუნებას მოლდოვის ტერიტორიიდან გეგმავდა და ის საზღვრიდან 20 მეტრის დაშორებით დააკავეს.
უწყების ცნობითვე, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის აღსაკვეთად ორი ქვეყნის მესაზღვრეები კოორდინირებულად მოქმედებდნენ.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა, რომელიც სასამართლოს გადაეგზავნება.
ვანო ნადირაძე უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორი კვირის წინ გააძევა.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი