საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, უკრაინა დატოვოს და საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავიდეს.

სააგენტო “ფრანს პრესის” ინფორმაციით, მან ნიდერლანდების სამეფოში გამგზავრების ნებართვა ადვოკატისდახმარებითმოითხოვა, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო, რასაც თავად არ ადასტურებს. ჰოლანდიაში მის წასვლასალოგიკურად მიიჩნევს პოლიტოლოგთა ნაწილიც.

“ნიდერლანდების სამეფო მზადაა “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის – მიხეილ სააკაშვილისმისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბეზეისტრამ, – ის დაქორწინებულია ჰოლანდიელზე და თუკი პასპორტის ასაღებად განცხადებას წარადგენს, ნიდერლანდების კანონმდებლობით, ეს შესაძლებელი იქნება”.

სააგენტო “ფრანს პრესის” ინფორმაციით კი, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ნიდერლანდებისსამეფოში გამგზავრების ნებართვა ადვოკატის დახმარებით მოითხოვა. როგორც სააგენტო წერს, “სააკაშვილმა ჰოლანდიის მიგრაციულ სამსახურს მიმართა და მეუღლე სანდრა რულოვსთან ოჯახისგაერთიანება მოითხოვა”.

“მიგრაციულმა სამსახურმა დაადგინა, რომ სააკაშვილს შეუძლია, ნიდერლანდებში დროებით ცხოვრებისუფლება მიიღოს”,

– განაცხადა ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროსოფიციალურმა წარმომადგენელმა კეტრინ დოკმა.

თავად სააკაშვილი კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ირწმუნება, რომ უკან დახევას არაპირებს. მისი თქმით, მოქალაქეობას რამდენიმე ევროპული ქვეყანა სთავაზობს, თუმცა ის თავისიუფლებების დასაცავად უკრაინაში დარჩენას აპირებს.

“ნიდერლანდების ვიზა არ მჭირდება. პირველ რიგში, მე უკვე ვიყავი დასავლეთში და ნებისმიერ დროსშემიძლია, წავიდე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. მე შემოთავაზება მაქვს არა ვიზაზე, არამედ – მოქალაქეობაზე რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, უფრო მეტიც, მათი წამყვანი პოლიტიკოსებისგან. მეავტომატური უფლება მაქვს ნიდერლანდების მოქალაქეობაზე, რადგან ჩემი ოჯახი ჰოლანდიიდანაა. აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან მიწვევენ სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პრობლემა არარის, შემიძლია, ნებისმიერ დროს წავიდე”, – განაცხადა “ნიუს ონთან” საუბრისას სააკაშვილმა. მისივეთქმით, მას საზღვარგარეთის პასპორტი არც აქვს, თუმცა “კიდევ ერთხელ ვამბობ: ნებისმიერი ევროპულიქვეყანა შემიშვებს და ეს არავისთვისაა საიდუმლო”.

ჰოლანდიაში მის წასვლას ალოგიკურად მიიჩნევს პოლიტოლოგთა ნაწილი. პოლიტოლოგ გიახუხაშვილის თქმით, ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს – თუ დასავლეთმა ან აშშ-მა აიძულა ამნაბიჯის გადადგმა.

“ვიზის მოთხოვნის ლოგიკას ვერ ვხედავ. ამდენი პოლიტიკური სისხლისღვრის შემდეგ ადგეს დაწავიდეს, ალოგიკურად მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ამას სერიოზული შემზადება დასჭირდება. მაგრამდაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

“რევოლუციას არავინ არ აწყობს, მას თავის თავს უწყობს ხელისუფლება. რევოლუციური სიტუაციაგარედან არ იქმნება, იქმნება პრობლემების გამო. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საკმარისადდისკრიდიტირებულია იმისათვის, რომ იქ რაღაც პრობლემები შეიქმნას. მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფრისბელადი სააკაშვილი იყოს. ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს, იქ სააკაშვილზე უფრომძიმეწონიანი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამ პროცესს წაიყვანენ.

“ჰოლანდიის ვიზაზე საუბარი გადაჭარბებული მგონია. ეს ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი – თუდასავლეთმა ან ამერიკელებმა უთხრეს, რომ ასე მოიქცეს, თორემ პოლიტიკურ ლოგიკაში ასეთშესაძლებლობას ვერ ვხედავ”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას ხუხაშვილი.

თსუ-ს პროფესორი კორნელ კაკაჩია კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს იყოს სააკაშვილის “გეგმა ბ” დავითარების დაძაბვის შემთხვევაში მოიყვანოს სისრულეში.

“თუ ეს ინფორმაცია სწორია და მან მართლაც მოითხოვა ვიზა, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი იტოვებს უკანდასახევ გზას იმ შემთხვევისთვის, თუ მასთან დაკავშირებით პროცესები კიდევ უფრო გართულდება. არმგონია, მან უკრაინა დატოვოს და ასე ადვილად წავიდეს, მაგრამ ეს იქნება “გეგმა ბ”. უკრაინაშიმთავრობის რეიტინგი არ არის მაღალი, თუმცა საზოგადოებაც რევოლუციისთვის არ არის მზად. ვერცსააკაშვილი და ვერც სხვა ვერ მოახერხებს რევოლუციის მომწიფებას.

“მან რადიკალური ნაბიჯები რამდენჯერმე გადადგა, თუმცა უკურეაქცია მიიღო. უკრაინის საზოგადოებისდიდი ნაწილი რევოლუციისთვის არ არის მზად, თორემ სააკაშვილისთვის ეს მიღწევა იქნება, რადგან იგიამ პროცესში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში”, – გვითხრა კაკაჩიამ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი