მსახიობმა და რეჟისორმა ხათუნა იოსელიანმა, რომელიც 13 წელზე მეტია, რაც ამერიკაში ცხოვრობს მეოთხე ინსულტი გადაიტანა. საბედნიეროდ, ყველფერი, კარგად დასრულდა, საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და რეაბილიტაციას სახლში გადის. ემზადება,  რომ  ცხრა იანვარს  75-ე დაბადების დღეს,  ჩვეული ენერგიით შეხვდეს. მსახიობი ამერიკის მოქალაქეა და მისი მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს.

ქალბატონმა ხათუნამ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალ ,,სარკეს”  ესაუბრა. ასევე მის მდგომარეობაზე ისაუბრეს მისმა შვილებმა, მაკა შენგელიამ რომელიც დედასთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს და მსახიობმა ცუცა კაპანაძემ, რომელიც ასევე აშშ-ის მოქალაქეა.

ცუცა კაპანაძე: ხათუნას მეტყველება აღუდგა, მაგრამ ფეხის მოძრაობა  უჭირს. ის ექიმების დახმარებით სახლში გადაადგილდება, მაგრამ მარცხენა ხელი პარალიზებული აქვს. სარეაბილიტაციო პერიოდი ერთი თვეა. ვიმედოვნებთ, რომ ისევ აქტიურად დაიწყებს მუშაობას. ,,თეთრი ბაირაღების” აღდგენა უნდოდა ნიუ იორკის ქართულ თეატრში, მაგრამ  ამ შემთხვევის გამო  ჩაიშალა. ის საავადმყოფოში 5 დღე იწვა და ყველა ხარჯს სახელმწიფო უხდის, მომვლელიც დაუნიშნეს. მასთან ფიზიოთერაპევტი ყოველ დღე მიდის.

წყარო: ჟურნალი ,,სარკე”

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი