Home ახალი დამატებული რუსთავი -2 მიშას „წმინდა“ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება

რუსთავი -2 მიშას „წმინდა“ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება

23 second read
0
39

  რუსთავი -2 მიშას „წმინდა“ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება. ისევე, როგორც წინათ… მამა მიშას გზა კი კონცერტებზე, გამოსვლებზე, ქარიზმაზე და ხალხზე გავლენის მოხდენაზე გადის. ასე იყო 2008 წელსაც, როცა ომი „მოიგეს“ და რუსთაველი ფეიერვერკებით გააბრდღვიალეს, თუმცა დავკარგეთ უამრავი ახალგაზრდა, ძაძებით შეიმოსა უამრავი დედა, ატირდნენ ოჯახები, გაიზარდა დევნილთა რიცხვი, დავკარგეთ ქართული სოფლები, ჩვენი მიცვალებულები და რომ არა პატრიარქი, რომელსაც, ბოლოს დროს, თავდაუზოგავად ებრძვიან, ალბათ, საქართველოსთვის თავგანწირული ბიჭების ცხედრების მოძიება დღემდე შეუძლებელი იქნებოდა.

 მიშა მაინც ზეიმობდა და მასთან ერთად იყო ქართველთა გარკვეული ნაწილიც. სააკაშვილის ჩართულობა საქართველოში ე.წ. სიტყვის თავისუფლების დამკვიდრების პროცესებშიც თვალნათელია. გუშინ მან პირველი გამარჯვების სადღეგრძელო პირდაპირ ეთერში შესვა და ხალხს მოულოცა ის, რომ მისი სიტყვა კვლავ გახმოვანდება რუსთავი 2-ის საშუალებით, კვლავ მოქმედებაში იქნება მის მიერ დასახული გეგმები საქართველოში და არეულობას ჩვენი ქვეყანა კვლავ ვერ გადაურჩება. გაუმარჯოს არეულობას! _ ფაქტობრივად თქვა მიშამ და რუსთავი 2 ადღეგრძელა.

ახლა კი, რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანიის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. რუსთავი 2 12 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქცია-კონცერტს გამართავს. ნიკა გვარამიას თქმით, აქციაზე იქნებიან რუსთავი 2-ელები, საზოგადოება და პოლიტიკოსები.

მიშა კი უკრაინიდან გააკონტროლებთ… 

 გვანცა სუხიშვილი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *