საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე დღეს გრიგორ კარასინთან შეხვედრას გამართავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრამდე ზურაბ აბაშიძე “მოამბესთან” შეხვედრის ძირითად თემებზე საუბრობს. 

მისი განცხადებით, ის აუცილებლად ისაუბრებს ბერშუეთში საოკუპაციო ხაზზე ე.წ სასაზღვრო ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით.

​ზურაბ აბაშიძის თქმით, აღნიშული ქმედება მიუღებელია. თუმცა, რუსეთთან საერთო ენა ვერცერთმა ქვეყანამ ვერ გამონახა.

“რუსეთმა საერთო ენა ვერ მონახა ვერ აშშ-სთან, ვერც ევროკავშირთან და ვერც სხვა ქვეყნებთან. ასე რომ, საქართველო გამონაკლისი არ არის”, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისი თქმით, შეხვედრაზე საკუთარ პოზიციას ბერშუეთის ბანერის საკითხზე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე დააფიქსირებს.

“მე ამის შესახებ მექნება საუბარი კარასინთან. აუცილებლად ხაზგასმით ვეტყვი, რომ ეს არის მიუღებელი. როგორც საქართველოს მოქალაქე, მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. ასევე, როგორც პრემიერის წარმომადგენელს ჩვენ აქ ჩვენი მანდატები გვაქვს. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ ეს ყოვლად მიუღებელია. ეს სერიოზულ რისკებს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პირველი არხი

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი