რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აღშფოთებულნი არიან ამიერკავკასიაში არასტაბილური სიტუაციით, რომლის პროვოცირება მათ შორის ხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი მედოევთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. იმ სიტუაციაში, როდესაც ამიერკავკასიის რეგიონში არასტაბილურობაა, რომლის პროვოცირება მათ შორის ხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით. აღნიშნულის მეშვეობით ნატო-ს რეგიონში პოზიციების განმტკიცება სურს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და, რა თქმა უნდა, ჩვენს აფხაზ მოკავშირეებთან ერთად თანამშრომლობის შეთანხმება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „რუსეთი მომავალშიც იმუშავებს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხეების ნეიტრალიზების კუთხით“.

„მივიჩნევთ, რომ ამ ძალისხმევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჟენევის დისკუსიებია, რომლის ფარგლებში ჩვენ ვმუშაობთ მთავარ ამოცანაზე – ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადება“, – დასძინა ლავროვმა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი