რუსეთის ქალაქებში პუტინის საწინააღმდეგო მიტინგები ჩატარდა. მოსკოვში გაიმართა მიხეილ ხადარკოვსკის მოძრაობა ” Открытой России”-ის საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის მიმღებში შეიტანეს განცხადება აქციის ჩატარების შესახებ. ანალოგიურ აქციაზე კი სანკტ-პეტერბურგში 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოსკოვის აქციის მონაწილეებმა რომელთა რიცხვი 400 აღემატებოდა მსვლელობა დაიწყეს სლავიანური მოედნიდან პრეზიდენტის საადმინისტრაციო შენობის მიმართულებით, რათა გადაეცათ თავიანთი მიმართვა სახელმწიფოს მეთაურისთვის. ეს იყო თხოვნა, რომ პრეზიდენტს აღარ წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა მომავალ საარჩევნო ვადაზე. აქციის ჩატარების დროს სავალი გზა და ტროტუარი გაიმიჯნა რკინის ბორდიურებით. გარდა ამისა, პრეზიდენტის მისაღების წინ იყო დადგმული უსაფრთხოების მიზნით რკინის ჩარჩოები. აქციამ ჩაიარა ყოველგვარი ექსცესების გარეშე. 15: 30 წუთზე კი  მშვიდობიანად დასრულდა.

ანალოგიური აქცია ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მასიური დაპატიმრებებით დამთავრდა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმეორედ არჩევის მოწინააღმდეგეები აპირებდნენ გაევლოთ მეტრო გორკოვსკაიადან დიპლომატიურ კორპუსამდე, მაგრამ მომიტინგეები პოლიციამ დასაწყისშივე მეტროსთან აიყვანა. სხვადასხვა მონაცემების თანახმად პოლიციამ დააკავა 30იდან 50-ამდე მონაწილე. “Открытой России ” -ის მოძრაობის სანკტ-პეტერბურგელი აქტივისტის პივავაროვის თქმით, 60-ამდე ადამიანია დაკავებული. უფლებათა დამცველი პროექტის ОВД-ს მონაცემებით კი აყვანილია 120 ადამიანი. ქალაქ კიროვშიც გაიმართა “Надоел” -ის აქცია.

OpenRussia.org.- ის ცნობით, აქციის წინა დღეს მანქანა სადაც ინახებოდა პუტინისადმი მიმართვის ,,ბლანკები” დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, გამოცემის ტირაჟი კი ამოღებული იქნა მიმოქცევიდან. კალინინგრადელებმა თავიანთ აქციას პიკეტი დაარქვეს. რაც ითვალისწინებს მიტინგის ერთ ადგილზე ჩატარებას მსვლელობის გარეშე. დასტურის შემდეგ კი Землякам космонавтов”-ის ძეგლთან არსებულ მოედანზე 14:00 ადგილობრივი დროით დაიწყეს ლოზუნგების გაშლა, რათა გამვლელ გამომვლელთა ყურადღება მიეპყროთ. პიკეტზე 100-მდე მოქალაქემ მოიყარა თავი…

აღნიშნულ აქციებს მოძრაობა “Открытой России ” მიტინგების ჩატარებას აანონსირებდა ქვეყნის მრავალ ქალაქში. სამართალდამცავი ორგანოები აფრთხილებდნენ აქციის ორგანიზატორებს არასანქცირებული მიტინგის შემთხვევაში მოსალოდნელ შედევებზე და აფრთხილებდნენ, რომ წესრიგის დამყარების მიზნით მიიღებდნენ ყველანაირ ზომებს. რუსეთის პრეს მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი ყველანაირი არაკანონიერი მოწოდებები და ქცევები დაისჯება ძალაუფლების მხრიდან.

 სალომე მგელიაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი