საზოგადოება

სოციალურ ქსელში შს მინისტრის საუბრის სკანდალური ჩანაწერი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება სკანდალური ჩანაწერი. ჩანაწერში, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უარს ეუბნება უკრაინას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზე.

სკანდალურ ვიდეოში, მღებრიშვილი ესაუბრება უკრაინის შს მინისტრს, ავაკოვს, თუმცა როგორც ჩანს, ის ვერ ხვდება, რომ ეს არ არის ავაკოვი და მისი სახელით სხვა უკავშირდება.  ,,ავაკოვი” ეუბნება მღებრიშვილს, რომ უკრაინაში ჩასვლას გეგმავს სააკაშვილი. იქ ჩასულს დააპატიმრებენ და საქართველოს გადმოსცემენ, მაგრამ  მღებრიშვილი, როგორც თავად ამბობს, პრემიერ მინისტრთან და მთავრ პროკურორთან შეთანხმების შემდეგ, უარს აცხადებს სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close