თბილისში, პეკინის ქუჩაზე BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი N150 ავტობუსს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საჭესთან ცუდად გახდა და შეჯახება ამან გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სავარაუდოდ, მძღოლს საავადმყოფოში გადაიყვანენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი