გუშინ ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს თბილისში. 26 მაისს, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე გამოფენილი იყო ქართული პროდუქცია და სამხედრო ტექნიკა. რამდენიმე ადგილას კი მოწყობილი  იყო სცენა. რა თქმა უნდა, ღონისძიებაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის იყვნენ პილიტიკოსები და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები. თუმცა, რეალურად, ამ მომცინარი სახეების უკან ხელებგაწვდილი, ლუკმაპურის საშოვნელად გამოსული რამდენიმე ადამიანი ,,იმალებოდა”. ისინი თავისთვის იდგნენ კუთხეში და ხელგაწვდილნი, ხურდა ფულს ელოდნენ…

ეს ადამიანი აფხაზეთის ომის მონაწილეა. ის პირველი ჯგუფის ინვალიდია. ის, 26 მაისის დღესასწაულზე  პაპანაქება მზეში იდგა და დახმარებას ელოდა.

ეს მოხუცი ქალბატონი კი, როგორც ხედავთ, ინვალიდის სავარძელში ზის. ისიც ითხოვს დახმარებას და ლუკმაპურს.

მერწმუნეთ, ამ დღესასწაულის ფონზე ასეთი ადამიანების ხილვა ორმაგად მძიმე იყო. თუ მთავრობას შეეძლო ამდენი მილიონი ლარი დაეხარჯა ასეთ ღონიძიებაზე, ნუთუ არ შეიძლებოდა, ამ ადამიანებისთვის ერთი დღით მაინც შეემსუბუქებინა ცხოვრება?!

რეალურად, ვისთვის მოეწყო ეს ღონისძიება- ქართველებისთვის თუ უბრალოდ,  მსოფლიოს საჩვენებლად, რომ ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!

ერთი რამ ფაქტია- რამდენიც არ უნდა ვიტრაბახოთ, ჩავატაროთ კონცერტები და მსოფლიოს დავანახოთ თუ რა „მაგარი“ ერი ვართ, მანამ სანამ ასეთი ადამიანები იქნებიან, საქართველო ვერასოდეს გახდება სრულფასოვანი ქვეყანა.

თაკო კვარაცხელია

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი