გიორგი ტურაზაშვილი, ადვოკატი:
_ სამწუხაროა, რომ კერძო სექტორში გაჩნდა ნარკომანიის (მოხმარება) წახალისების მარკეტინგული ნიშნები.
ასევე სამწუხაროა, რომ ბოდიშების მოხდის ნაცვლად, არ ხდება კანონით დადგენილი წესით პრობლემათა განხილვა;
სამწუხაროა, რომ ირიბად ანგარიშს აბარებს შსს განსხვავებული და სავარაუდოდ, კრინინალურ ქმედებებთან ასოცირებულ გარკვეულ ჯგუფს. 
ანგარიში ბარდება სხვაგან და სხვა “წესით”;
სამწუხაროა, რომ არ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მსგავს, “კლუბური” სახელით შენიღბულ, შესაძლო დანაშაულებრივ თავშეყრის ადგილებში.
არსებობს იურიდიული მექანიზმები, რომ არაეთიკური პროპაგანდის, სხვისი შეხედულებებისა და ტრადიციულობის პატივისცემის უფლების შელახვის შემთხვევაში, დაიწყოს წარმოება მსგავსი დაწესებულებების  ამ ფორმით ბიზნესის შერების ან აკრძალვის მიზნით.
p.s.
არსებობს კარგი და ნამდვილი კლუბები სადაც ძლიერი მუსიკაც არის და ცეკვაც, ისე, რომ არანაირი ეჭვი არ გაჩნდება რაიმე სახის დანაშაულთან.
თუ სურთ, მოვლენ ჯანსაღ კონკურენციაში ბასიანიც და გალერეაც…
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი