,,დღეს ლაკი მოკვდა. 2 თვე გაუძლო პატრონზე დარდს. ორი თვის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დავურეკე მის ყოფილ პატრონს თხოვნით , ძალიან დარდობს დიდხანს ვერ გაძლებს მოკვდება-თქო, მაგრამ უშედეგოდ. 2 თვე ,,ვაწამე,, თავშესაფარში. თქვენ რა გგონიათ, მე უსისხლო ვარ ან გული არ მაქვს? ან სულელი ვარ, რომ ჩემი შემოსავლის დიდ ნაწილს ამ საცოდავ ცხოველებს ვახმარ? გამოხტება აქ ვიღაცა ძალიან ჭკვიანი და დაწერს სისულელეს, რომ მე თურმე გრანტებს ვიღებ და თურმე მთავრობა მეხმარება. მათ გასაგონად ვწერ, რომ არასდროს ამ 14 წლის მანძილზე გრანტი არ მიმიღია და არც ერთი თეთრით არ დამხმარებია მთავრობა. მადლობასაც არ ვითხოვ თქვენგან, მაგრამ მლანძღავთ, მაგინებთ. ალბათ დავიმსახურე, დავიმსახურე იმიტომ, რომ ლაკის სიკვდილში მეც ,,მიმიძღვის,, ლომის წილი. ლაკი, რომ არ მიმეღო თავშესაფარში ის ალბათ ასეთი წამებით არ მოკვდებოდა”- წერს თამაზ ელიზბარაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები
Загрузка...