„ჩვენ მაშინ ქუჩაში ვიყავით ციხეში ადამიანების შეურაცხყოფის გამო, მეტი კი არაფრის გამო. ქვეყნის კურსი ბევრად მისაღები იყო,“ – ასე გამოეხმაურა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სკანდალურ ვიდეოს, რომელშიც მერს მარნეულში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ბოდიშს უხდის.

საუბარია მოქალაქეზე, რომელიც ზაზა სარალიძის მხარდამჭერს აქციაში მონაწილებდა და მან სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მერს აგინა. წყარო ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ქმედებისთვის ის ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის წევრებმა დასაჯეს. აიძულეს,  სახეზე შარდი წაესვა და შემდეგ მერს ბოდიში მოუხადა. ამ ფაქტის გამო პროკურატირამ უკვე დააკავა მარნეულის მერი.

ჩარკვიანის თქმით, ასეთი ვიდეობის შემდეგ და იმ ნაბიჯების გამო, რასაც ხელისუფლება დგამს, უნდა გამოიცვალოს.

„დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებისგან ხშირად გამიგია, რომ ეს ტალახი ჯობია  იმ ტალახს. ქვეყანა ტალახშია, ტალახი ტალახია. მე მინდა, რომ ამ ტალახიდან ამოვიდეთ. ქართულ პოლიტიკას სისხლი უნდა გადაესხას,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი მირზა სუბელიანის დაკავებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ზაზა სარალიძე ამას სთხოვდა 6 თვე და მისი პატიმრობა ნიშნავს იმას, რომ მოკლული დავით სარალიძის მამის მოთხოვნა სწორი ყოფილა.

პუბლიცისტი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძემ ერთადერთი გამოსავალი ქუჩაში აქციებში იპოვა და, თუ ხელისუფლებას სურდა ამ საქმის გახსნა, შეეძლო, მის გვერდით დამდგარიყო.

ატრიალებულია და აწუმპებულია მთელი ქვეყანა, ვერ მართავენ. უპირობოდ უნდა გადადგეს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ვერც ერთი რეფორმა ვერ განახორციელა. თუ მარიონეტია, მით უმეტეს, უნდა გადადგეს,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი