ზაზა სვანაძე, ჟურნალისტი:

სხვადასხვა უწყებებში მოკალათებულ პრეს-სამსახურებთან დაპირისპირებები, მათთან ვირტუალური თუ რეალური ომები, მე როგორც მედიასთან შემხებლობაში მყოფ პირს არ მხიბლავს. არ მახსენდება ფაქტი, როცა ჟურნალისტური საქმიანობისას რაიმე ტიპის დაძაბულობა მქონოდა ამა თუ იმ სიპის წარმომადგენელთან, თუმცა ელემენტარული უპასუხისმგებლობა, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთმა სახემ, ნიკა თევდორაშვილმა გამოავლინა, პირადად ჩემთან და euronews.ge სთან მაინც აღნიშვნის ღირსია!
  11 ივნისს, ( დაუგეგმავად ) ვესტუმრე დაცულ ტერიტორიას, კოლხეთის ეროვნული პარკის იმ მონაკვეთს, სადაც პალიასტომის ტბის ნავსაყუდელია, ვინაიდან ტბა არ არის არც შსს- სამინისტრო, არც გენერალური პროკურატურა და ყანჩები და კამეჩები არ არიან მინისტრები, წინასწარ არც განცხადება დამიწერია და არც შესაბამისი მიმართვით შემიწუხებია ვინმე, რათა აკრედიტაცია გამევლო!
მისვლისთანავე დავიწყეთ იმის გარკვევა, თუ ვინ გამოგვეხმაურებოდა უწყებიდან. ადგილზე მყოფმა რეინჯერმა – ირაკლი წულაიამ მოგვცა ვინმე ნინოს ნომერი. როგორც საუბრისას გავარკვიეთ, ეს ახალგაზრდა ქალბატონი ტურისტებთან კომუნიკაციაზე იყო პასუხისმგებელი. ამ ქალბატონმა გადაგვამისამართა Niko Tevdorashviliთან, რომელიც როგორც გავიგეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პიარია !
მე ავუხსენი ნიკა თევდორაშვილს, რომ ჩემს მიერ დაგეგმილი ჩართვის ფარგლებში ვაპირებდი კრიტიკული აქცენტების გაკეთებას და იქვე ვუთხარი, რომ მსურდა ნავით 200-300 მეტრის სიღრმეში შესვლა, ( მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში ) რაც არ მიაყენებდა უწყებას ( სახელმწიფოს ) დიდ ზარალს. მსურდა პალიასტომის ხედების ფონზე დამეწყო ტრანსლირება უშუალოდ ტბიდან, რათა სრული სურათი მეჩვენებინა ჩვენი აუდიტორიისთვის, მაგრამ თევდორაშვილმა ჯერ ზარებს არ უპასუხა, შემდეგ კი ასეთი რამ გვითხრა: თქვენ უნდა გვაკრიტიკოთ და ჩვენ ნავები უნდა გამოგიყოთო? ისეთი მომადლებული ტონით მიპასუხა, თითქოს ფულის სასესხებლად ვურეკავდით ან პირადად მისი ჯიბიდან ვავალდებულებით ქველმოქმედებას !
ამ პოსტს ვატირაჟებ კოლხეთის ეროვნული პარკის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფბ-გვერდებზე! აბა გაბედეთ და კომენტარების გრაფებში გამოქვეყნებული ეს ბმული წაშალეთ!
P.S. ერთი საპირფარეშო მაინც გააკეთებინეთ სახელმწიფოს პალიასტომის ტბაზე, ქარხნის ტიპის ნანგრევებში რომ ითავებენ ტუალეტს თქვენი რეინჯერები და მერე გვესაუბრეთ გონორით ჟურნალისტებს !

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი