საზოგადოება

,,ბოტანიკური ბაღების, რეკრეაციული სკვერების… გადაცემის ნებისმიერი ფაქტი არის დანაშაული – კრიმინალი”

,,ბოტანიკური ბაღები, რეკრიაციული სკვერები, ტყის მასივი და ა.შ. წარმოადგენს ხალხის საკუთრებას და არა კონკრეტული პირის ან კომპანიის.
ასეთი გადაცემის ნებისმიერი ფაქტი წარმოადგენს დანაშაულს (კრიმინალს) როგორც გადამცემის ისე ხელშემწყობის და ადრე თუ გვიან მოხდება მათი გასამართლება!” _ აცხადებს ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი გიორგი ტურაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საკრებულომ თაბორის მთას და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა. ბათუმის საკრებულომ კი, მწვანე კონცხის გარკვეული ნაწილი 49 წლით ბიძინა ივანიშვილს გადასცა. ამის გამო, გუშინ, ამ საკრებულოებში ხმაური და აურზაური იყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close