განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „ქრონიკის“ ეთერში  სკოლის ბუფეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლის ბუფეტებიდან არაჯასაღი საკვები უნდა გაქრეს.

“სკოლის ბუფეტებში ოპერირებენ გარე კომპანიები, რომლებიც ტენდერის მეშვეობით ხდებიან ოპერატორები ამ ბუფეტების. ცხადია, რომ ეს არის კომერციული ორგანიზაციები და მათ აქვთ ინტერესი მაქსიმალური მოგება მიიღონ. მეორეს მხრივ მათ ინტერესს ხვდება ჩვენი, მშობლების ინტერესი, რაც ჯანსაღ კვებას შეეხება. ბავშვებს განსაკუთრებით გარდატეხის ასასკში უყვართ ტკბილეული თუ სხვა არაჯანსაღი საკვები და მოკლედ გამოვიდა სიტუცია რომ ძალიან ბევრ სკოლაში სასმელიც, გაზიანი სასმელიც, შაქრიანი სასმელებიც, სუხარიკები ჩიფსები იყიდება. რბილად რომ ვთქვათ არც თუ ისე ჯანსაღმა საკვებმა მოიყარა თავი.

ჩვენ ვეცდებით, რომ ახალგაზრდები კამპანია გავატაროთ. ვამუშავებთ შემოქმედებით მიდგომებს სტუდენტებთან ერთად. ყველა სკოლაში ვეცდებით, რომ კამპანია ჩავატაროთ და ამის პარალელურად ჩვენ შევეცდებით დავარეგულიროთ სკოლის ბუფეტები. სკოლებს და მათ კონტრაქტორებს მოვუწოდოთ, რომ არაჯანსაღი საკვები გაქრეს სკოლის ბუფეტებიდან“ , – განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი