შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დატკბით დუშეთ-თიანეთ-ყაზბეგის ამომრჩევლებო თქვენი ღირსეული რჩეული დეპუტატით. ორი ვადით ვიყავი მაჟორიტარი თქვენი, როცა ქვეყანა ნაწილდებოდა, ერთი სანტიმეტრი მიწა, ბიზნესი, სარგებელი არ მიმიღია, სარეფორმო მიწის ნაკვეთიც კი არ ავიღე და მეზობელ გამრჯე გლეხს, ზაქარიას დავუთმე. ასეთი მკრეხელური აზრიც კი რამე მიმეთვისებინა არ მომსვლია, სამაგიეროდ, ერთადერთი რეგიონი ხართ სადაც გვარდია და მხედრიონი სხვა შეიარაღებული ფორმირებები არ შემოვუშვი და საერთოდ გავყარე, რის გამოც, პირველად ვამბობ, მე და ჯაბა იოსელიანმა კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი (უფრო სწორად ბეწვზე გადავრჩი რომ არ მომკლეს) ასევე კინწისკვრით გავაძევე ე.წ თურქი განმანათლებლები, რომელთაც მაშინდელი გუბერნატორი მთელ ბაზალეთის ტბას ჩუქნიდა ისლამური უნივერსიტეტის ასაშენებლად. სანაცვლოდ დიდად დამიფასეთ, ყველა ავანტიურისტს გაეკიდეთ და ამჯერად ქუცნაშვილით დააგვირგვინეთ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ შემთხვევაშიც დეპუტატი ამომრჩევლის სახეა. რა ვიცი, რა ვიცი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი