,,2002 წელს ვნახე პირველად. მისი არასტანდარტული ტიპაჟი იმდენად უცხო იყო, თავიდანე ვერ დავმეგობრდით. 2003 წლისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაში იყო შესაბამისად, როგორც კურიერელს ხშირად მიწევდა მის გუნდთან შეხვედრა.

ჟვანიას გუნდისგან განსხვავებით გამოუცდელი და ახალგაზრდა ტიპები იყვნენ. თან, ჟვანიaსკენ ტფილისი იდგა, აქეთ ჩამოსულები.

იდეალისტობაზე ბევრი არაფერი გამეგებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველა, ვინც აფრენდა, ერთად შეიკრიბა.

ამ დროს მამაჩემი , ძალიან კარგი, ხაზი უნდა გავუსვა ძაააალიან კარგი ბიზნესით:) ბარიკადების მეორე მხარეს იყო. მეუბნებოდა რომ ახალგაზრდები დაღუპავდნენ ქვეყანას. მათი “არასტანდარტულობა” ძალიან დამაბნეველი იყო, განსაკუთრებით ძველი თაობისთვის. მესმოდა, რომ რაღაცეები ისე აღარ იქნებოდა, (მატერიალურ მხარეს ვგულისხმობ) და მიუხედავად ამისა, “გაზელზე” დგომა ბევრად უფრო მომწონდა, ვიდრე ბარიკადების მეორე მხარეს. განა იმიტომ, რომ იდეალისტი ვიყავი. ხომ გითხარით, ამ
სიტყვის არაფერი გამეგებოდა, უბრალოდ იქ იყო რაღაც ახალი, რაც ძველს არ ჰგავდა.

მერე დაიწყო სისხლიანი 9 წელი. როცა ქვეყანამ იმხელა გარბენი გააკეთა, რომ ხალხის ნაწილი ჩამორჩა. ვინც ჩამორჩა გაბრაზდა. თავის თავზე არა. ქვეყნის მატორის სიმძლავრეზე.

მამაჩემის ნაწილში მართალი აღმოვჩნდი. ისევე როგორც პოლიტიკური გუნდის. და დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ არა მიშა, ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა და სწორედ იმიტომ, რომ აფრენდა. ნორმალურები ასე გიჟებივით არ გარბიან.

ყველაზე მთავარი კი რაც მოახერხა, თაობის შექმნაა. ყველაფერი მარტივად, ყველასთვის განათლების მიღების შანსით დაიწყო და ღვედის შეკვრით დასრულდა.

შეიქმნა თაობა, რომელსაც არასოდეს გადაუხდია ფული , ჩოლოქზე გადასვლაში, გაიშნიკებისთვის ხინკლის თუმანი არ ჩაუჯიბავთ.
ლექტორისთვის მისაღები გამოცდის ფული წიგნის ქვემოთ არ ამოუდევთ. მილიციელისთვის არ მიუციათ პრაკოლის 100$ და არ მითხრათ ეხლა ეს ისედაც მოხდებოდაო. იმიტომ რომ
ბევრნი ვართ ვისაც გვახსოვს, რომ იყო ბნელი და უკუნი.
დრო, რომელშიც კარგად მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობდა და თაობა, მხოლოდ გვარიშვილობით და წარმომავლობით იქმნებოდა. სტუდენტთა სიაც და დასაქმებულთა ვინაობაც. 
ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა.

ამ პოსტით თავი მოვინიშნე გამოწვევაზე “მე მიშას თაობა ვარ”.

P.s. ისინი, გიჟები რომ მეგონენ იდეალისტები აღმოჩნდნენ. ბევრი გადარჩა, ბევრიც პირადმა წყენამ შეიწირა, მაგრამ გასული 9 წლის ისტორია ეკუთვნის ყველას. მომავალი გვიჩვენებს ვის რა შეუძლია თავისუფალ ცურვაში, მაგრამ სწორედ იმიტომ წარსულს პატივს ვცემ, არ ვიჭორავებ მომავლის პროგნოზებზე.

P.s.s. მე და მამაჩემი ძალიან დიდი ხანია, მიშაზე აღარ ვკამათობთ. ფიქრობს, რომ ამ ქვეყნისთვის ყველაზე მეტის გაკეთება სწორედ მან შესძლო. დიდხანს თუ მოუსმენთ შეიძლება იფიქროთ, რომ ისიც კი მიშას თაობაა. მერე რა, რომ წარსულში კომუნისტი იყო და 60-ს გადაცდა. საქმე ხომ ასაკში არაა” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი