დღის რომელი ნახევარია უმჯობესი ტექნიკური და ჰუმანიტარული საგნებისთვის? რომელი საგნები უნდა ვისწავლოთ სადილამდე და სადილის შემდეგ? როგორ მივიღოთ ამ კუთხით ნაყოფიერი შედეგი? ამ საკითხით დაინტერესებულნი იყვნენ  ბრიტანელი მეცნიერები, რომლებიც დაკვირვებას ბულგარეთის ერთ-ერთ სკოლაში ცხრა წლის განმავლობაში ატარებდნენ.

ამ დასკვნამდე მეცნიერები სასკოლო შეფასებების ანალიზის შედეგად მივიდნენ. დაკვირვება ხდებოდა იმის მიხედვით, თუ დროის რომელ მონაკვეთში მეცადინეობდნენ მოსწავლეები ამა თუ იმ საგანს. მათემატიკაში მაღალი შეფასებები მათ მაშინ აღმოაჩნდათ, როდესაც გაკვეთილი დღის პირველ ნახევარში უტარდებოდათ, ისტორიაში კი – დღის მეორე ნახევარში, შესაბამისად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათემატიკური ამოცანების ამოხსნა უმჯობესია სადილამდე; ისტორიის შესწავლისთვის კი უკეთესი დრო დღის მეორე ნახევარია.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მათი აღმოჩენა სასარგებლო იქნება მეცადინეობათა ცხრილის შედგენის დროს.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი