შეფასებებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ არჩევით საგანს რამდენი აბიტურიენტი აბარებს. წელსაც, როგორც ყოველთვის, ამ მხრივ გეოგრაფია და ისტორია ლიდერობს.

იხილეთ მონაცემები არჩევით საგნებზე აპლიკანტთა რაოდენობის შესახებ:

გეოგრაფია – 13 596

ისტორია – 12 559

მათემატიკა – 8 225

ბიოლოგია – 4 678

ლიტერატურა – 4 546

სამოქალაქო განათლება – 1 989

ქიმია – 1 856

ფიზიკა – 803

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 285

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება. რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებს, როგორც შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა განაცხადა, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

სოსო გაზდელიანი

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი