საყინულე- ეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია სახლში. მისი დახმარებით ჩვენ სახვადასხვა პროდუქტების თვეობით შენახვა შეგვიძლია, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი ხშირად უშვებს შეცდომას, ყინავენ ისეთ პროდუქტებს, რომელთა  საყინულეში შენახვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმისათვის, რომ ამ შეცდომისგან იყოთ დაცული, გაეცანით პროდუქტების სიას, რომელთა გაყინვა არ არის რეკომენდირებული.
  1. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც  წყალს დიდი რაოდენობით  შეიცავს. საზამთრო, ვაშლი, კარტოფილი, კიტრი და სხვა. ისინი  ფორმას შეიცვლიან, როგორც კი დაადნობთ.
  2. ერთხელ უკვე დამდნარი ხორცი. ხორცში, რომელიც გამოგაქვთ საყინულედან და ადნობთ, ბაქტერიებიიწყებენ გამრავლებას.მათი მოსპობა აუცილებელია თერმული დამუშავების გზით.  თუ ასეთ ხორცს  თავიდან შევინახავთ საყინულეში,  მიკროორგანიზმები გამრავლებას განაგრძობენ.
  3. ყავის მარცვლები.გაყინვის შედეგად ის შრება,იფიტება და კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. სჯობს, ჰერმეტულ ჭურჭელში, ბნელ ადგილას შეინახოთ.
  4. კონსერვები. ისინი საყინულეში კი არა, სათავსოში უნდა შეინახოთ. თუ გახსნილია და გინდათ შიგთავსის გაყინვა, საჭიროა ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსოთ.
  5. კვერცხი ნაჭუჭით. საყინულეში ნაჭუჭი შეიძლება დაზიანდეს  და კვერცხში ბაქტერიებმა შეაღწიონ.
  6. არაჟანი, იოგურტი, მაწონი, შესქელებული რძე , მდნარი ყველიინახება მაცივარში და არა საყინულეში.
  7. სოუსები, შესქელებული ფქვილით.გაყინვისას მათი კონსისტენცია იცვლება და გამოუსადეგარი ხდება.
  8. დამდნარი ნაყინი.თუ ერთხელ გამდნარ ნაყინს ისევ გავყინავთ, ის წებოვანი ხდება
  9. მზა საკვები, რომელიც ერთხელ უკვე გაადნეთ. გაცხელების შემდეგ ასეთი საკვების თავიდან გაყინვა მასში ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი