„ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებით მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენს. სამწუხაროდ, გუშინ როდესაც კულტურის მინისტრი ჩაერთო ტელეკომპანია „TV პირველის” ეთერში, მას არ ჰქონდა უფლება, დაესახელებინა ხელფასის ზუსტი ოდენობა, ინფორმაცია არის პირადი და ამას კანონი კრძალავს” _ განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა. მას არ დაუსახელებია კონკრეტულად, რომელი ინსტიტუციებიდან რა თანხები ერიცხება  მსახიობ ზურა ყიფშიძეს, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუციებიდან ორი თეატრია: თუმანიშვილის და მარჯანიშვილის,  ასევე აფინანსებს ფონდი „ქართუ” და შემოსავალი აქვს ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან”, სადაც ის გადაცემის წამყვანიაო.

 წყარო: რეპორტიორი

 

 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი