ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებასთან დაკავშირებულ საკითხზე მოქალაქე როლანდ ბლადაძისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის შეხვედრას, უახლოესს დღეებში, არ გამორიცხავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძემ 2017 წლის 21 თებერვალს ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის თაობაზე და სადავო ქონებაზე საქმის მორიგებით დასრულების შესაძლებლობა არ გამორიცხა. მინისტრის მიმართ, როლანდ ბლადაძის მიმართვამდე მომზადდა ორგანიზაციის ხელმძღვანელის წერილიც, სადაც დავის დასრულების ალტერნატიულ წინადადებების განხილვაზე მზაობა იქნა გამოხატული.

2017 წლის 20 თებერვალს სხდომაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით მოისმინა უახლესი ცნობები. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას წერილობითი ინფორმაციით, სამინისტრო დავის მხარეებთან მორიგებას ყველა მხარის ინტერესების დაცვისა და უფლების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამინისტროს მხრიდან კონტაქტის არარსებობა გიორგი პაპუაშვილთან. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, როლანდ ბლადაძე და გიორგი პაპუაშვილი იზიარებენ იმ აზრს, რომ მორიგება შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირებისა და კომუნიკაციის შემთხვევაში. როგორც სასამართლომ განმარტა, საქმეზე მორიგების დამტკიცება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულება იქნება. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა სხდომაზე სასამართლოს წარუდგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტიც, რომელიც სამინისტრომ მოამზადა და რომლის ფარგლებშიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმეზე მორიგება უნდა მომხდარიყო, თუმცა მთავრობის გაკრაგულების პროექტის იმპლემენტაცია, იმის გამო, რომ სამინისტროს არ გააჩნია კონტაქტი გიორგი პაპუაშვილთან, არ განხორციელებულა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძე საქართველოში იმყოფება და მზად არის საქმიანი მოლაპარალებები გამართოს დავის მონაწილე ყველა მხარესთან.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას 2017 წლის 7 მარტს გამოაცხადებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი