Home საინტერესო როგორ შევარჩიოთ თმის საღებავი სწორად და დიდხანს შევინარჩუნოთ სასურველი ფერი

როგორ შევარჩიოთ თმის საღებავი სწორად და დიდხანს შევინარჩუნოთ სასურველი ფერი

21 second read
0
53

იმისთვის, რომ ფერი კარგად შევარჩიოთ, უნდა გავითვალისწინოთ თმის ნატურალური ფერი და კანის ტონალობა.
თუ ქერა ან ჩალისფერი თმა გაქვთ, სასურველზე ორი ტონით მუქი საღებავი უნდა აარჩიოთ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ფერი ბევრად ღია გამოვა.
თუ მუქი ყავისფერი თმა გაქვთ, წინასწარ უნდა გაიღიავოთ, ან სასურველზე ორი ტონით ღია ფერის საღებავი აიღოთ.
თუ ჭაღარა ან თეთრი თმა გაქვთ, ჯობია, თმის შეღებვა სპეციალისტს მიანდოთ, რადგან, ჭაღარა თმა ძალიან არაპროგნოზირებადია.
კანი და ტონალობა
არსებობს ორი ტიპის კანი – თბილი და ცივი ტონალობის. როგორც წესი, ცივი ტონალობის კანის მქონე ადამიანებს ნაცრისფერი, ლურჯი, შავი ან მუქი ყავისფერი თვალები აქვთ, თბილი ტონალობის კანის მქონეთ კი – მწვანე, ჭაობისფერი, ღია ყავისფერი ან  თაფლისფერი.
კანის ცივი ტონალობის მქონეებმა უპირატესობა ხასხასა, ცივი ტონალობის წითელ ფერებს უნდა მიანიჭონ. მსგავსი კანის ტიპის ადამიანებმა თავი  უნდა აარიდონ ყვითელ ან ოქროსფერფუძიან საღებავებს.
კანის თბილი ტონალობას ოქროსფერი ფუძის თბილი, წითელი ტონალობები უფრო მოუხდება.
სწორად აარჩიეთ საღებავის ტიპი
საღებავი ყოველთვის  კატალოგის მიხედვით აარჩიეთ და არა – კოლოფზე გამოსახული  თმის ფერის მიხედვით, რადგან, ხშირად, ეს ორი ფერი ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვევა.
შესაღებად უმჯობესია მესამე დონის მდგრადი საღებავი შეარჩიოთ.  ყველაზე მდგრადი კი ჭაღარის დასაფარი საღებავებია.
თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ნამდვილად გინდათ შესაფერისი ფერის თმა, დასაწყისისთვის ჯობია, ტონიკი სცადოთ, რომელიც რამდენიმე დაბანის მერე ჩამოირეცხება.
როგორ შევიღებოთ თმა სწორად
თმის ბოლო დაბანიდან შეღებვამდე, მინიმუმ 24 საათი მაინც უნდა გავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია, შეღებვის მერე თმა გაუხეშდეს.
წითელი  და შავი საღებავი ყველაზე ძალიან კანს ალაქავებს. ამიტომ, შეღებვის წინ, თმის კონტურსა და ყურებზე რაიმე ცხიმიანი კრემი წაისვით (ბავშვის კრემი ან ვაზელინი საუკეთესოა) და კანი დასვრისთანავე გაიწმინდეთ სველი  ნაჭრით.
საღებავი გრილი წყლით უნდა ჩამოირეცხოთ იქამდე, სანამ არ იგრძნობთ, რომ საღებავი მთლიანად მოშორდა თმას. ჩამობანისთანავე, დაიდეთ თავზე სპეციალური კონდიციონერი. თუ საღებავს თან არ მოჰყვება შეღებილი თმის ნიღაბი, ამისთვის ჩვეულებრივი ბალზამი ან კონდიციონერიც გამოდგება. შეიზილეთ, დაიცადეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. კარგი იქნება, თუ ცალკე გექნებათ პირსახოცი, შეღებვის მერე თმის გასამშრალებლად.
როგორ შევინარჩუნოთ ფერი დიდხანს
არავითარ შემთხვევაში არ დაიბანოთ  შეღებვიდან 48 საათის განმავლობაში, მიეცით თმას „ამოსუნთქვის“ საშუალება. საღებავი ისედაც აცლის მთელ ბუნებრივ ცხიმს და თმის სრტუქტურას „ღიას“ ტოვებს. შამპუნს და წყალს კი ამ „ღია“ თმის ღერებიდან მთელი ის პიგმენტები გამოაქვს, ასე წვალებით რომ დავიდეთ თავზე. თმა მაქსიმალურად გრილი წყლით დაიბანეთ. ყოველთვის იხმარეთ დამატენიანებელი შამპუნი და კონდიციონერი. ან შამპუნი და კონდიციონერი სპეციალურად შეღებილი თმისთვის. კვირაში ერთხელ, შეღებილი თმის ნიღაბი იხმარეთ. მაქსიმალურად მოერიდეთ თმის საშრობი ფენის ხმარებას, თუ მაინცდამაინც მოგიწიათ, დაბალ ტემპერატურაზე დააყენეთ.

http://tbiliselebi.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საინტერესო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *