Home ახალი დამატებული როგორ შევაგროვოთ ფული?

როგორ შევაგროვოთ ფული?

22 second read
0
46

ფულის შეგროვებაში ყველაზე დიდი სირთულე, მისი დაწყებაა, კერძოდ საკმაოდ რთულია ფულის შეგროვების მარტივი გზების განსაზღვრა და შემდგომ ფაქტობრივად ფულის დაგროვება.

წარმოგიდგენთ სტრატეგიას, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ, არამხოლოდ ფულის ეფექტურად შეგროვებას, არამედ ფულის შეგროვების უნარების გამომუშავებასაც.

ხარჯების მონიტორინგი

პირველი ნაბიჯი ფულის შეგროვებისკენ, იმის ზუსტად გარკვევაა, თუ რამდენს და რაში ხარჯავთ.

აღნიშნულის ეფექტურად მიღწევა შესაძლებელია ხარჯების მონიტორინგის მეშვეობით, კერძოდ ხარჯების ზუსტად ჩამოწერით.

შედეგად, თქვენ გექნებათ ზუსტი მონაცემები, რომლის გაანალიზება საშუალებას მოგცემთ, დადოთ დასკვნები, ხოლო ამ დასკვნების შედეგად მიიღოთ შესაბამისი ღონისძიებები, ფულადი ხარჯების ოპტიმიზაციისთვის.

ყოველთვიური ბიუჯეტის შედგენა

ყოველთვიური დანახარჯების შესახებ ინფორმაციის ანალიზი, საშუალებას გაძლევთ, გადაახარისხოთ თქვენი პრიორიტეტები და შეადგინოთ ყოველთვიური ხარჯების ბიუჯეტი, შემდგომი პერიოდისთვის.

შედგენილი ბიუჯეტი თქვენ საშუალებას გაძლევთ დახარჯოთ უფრო ჭკვიანურად, იმ პრიორიტეტების მიხედვით, რაც კონკრეტული პერიოდისთვის გაქვთ განსაზღვრული.

ფულის დაზოგვის გეგმები

ყოველთვიური ხარჯების ბიუჯეტის შედგენის შემდგომ, თქვენ შეძლებთ შექმნათ ხარჯების კატეგორიები, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარება ოპტიმიზაციას.

მაგ: თუ თვეში 40 ლარი გეხარჯებათ მობილური ტელეფონის სალაპარაკო დროსთვის, სპეციალური პაკეტის შეძენით თქვენ საშუალება გექნებათ გაანახევროთ ასეთი ხარჯი.

ასეთი კატეგორიის ხარჯების ოპტიმიზაცია თქვენ მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ მთლიანი თვიური დანახარჯების 15-20%.

პრიორიტეტების და მიზნების განსაზღვრა

პრიორიტეტების და მიზნების განსაზღვრას ძალიან დიდი გავლენა გააჩნია ფულის შეგროვების პროცესზე.

თუ თქვენ არ გექნებათ ნათლად ჩამოყალიბებული რა მიზნით აპირებთ ფულის შეგროვებას, ძნელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენი და რაზე უნდა დაზოგოთ.

ამიტომაც, ძალზედ მნიშვნელოვანია ფულის შეგროვების პროცესში იმ მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლებიც ამ პროცესის მამოძრავებელი ძალაა.

ხარჯების მენეჯმენტის ავტომატიზაცია

ხშირად ხდება ისე, რომ გავიწყდებათ სხვადასხვა სახდელის გადახდა (მაგ: კრედიტის), რაც საბოლოო ჯამში იწვევს დამატებით ხარჯებს, ისეთებს, როგორიცაა ჯარიმა / საურავი და ა.შ.

ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ მიმართოთ ხარჯების მენეჯმენტის ავტომატიზაციის სერვისებს, რომლებიც ყველა ბანკს აქვს.

აღნიშნული მომსახურება გულისხმობს, ყოველთვიურად ფულადი სახსრების ავტომატურად გადარიცხვას, წინასწარ მითითებული საჭიროებებისათვის.

თვალი ადევნეთ პროგრესს

ზემოთ განსაზღვრული მოქმედებების შედეგად, თქვენ ყოველთვიურად მარტივად შეატყობთ, თუ როგორ უმჯობესდება თქვენ ფინანსური მდგომარეობა.

აღნიშნული მოგცემთ უფრო მეტ სტიმულს განაგრძოთ ფულის შეგროვება ამ მეთოდების გამოყენებით.

რა ვქნათ თუ ფული მაინც არ გვყოფნის?

ადამიანებს ბევრი სხვადასხვა მიზნები აქვთ, ხშირად მათი მიღწევა გარკვეული ფულადი რესურსების მოძიებასთან არის დაკავშირებული.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეფექტურად ხდება ფულის შეგროვება, ხშირად საჭირო ხდება დამატებითი ფინანსების მოძიება.

ამის ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა სწრაფი ონლაინ სესხების აღება, განსაკუთრებით 2017 წელს მიღებული ახალი რეგულაციების ფონზე.

სწრაფი ონლაინ სესხის აღებისას, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ სად ჯობია სწრაფი ონლაინ სესხის აღება, რადგან ამ ბიზნესში ბევრი სხვადასხვა კომპანიაა, მათგან სანდოობით მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა.

ამჟამად საქართველოში, ონლაინ სესხების გამცემი კომპანიათა რიცხვი ძალიან დიდია, შესაბამისად მათი შემოთავაზებები იმდენად ბევრი და მრავალფეროვანია, რომ ძნელია საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.

ამისათვის აუცილებელია ყველა ასეთი კომპანიის ვებ საიტზე შესვლა, მათი პირობების გაცნობა და შედარება. საბოლოოდ, კი საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.

აღნიშნულის ალტერნატივა და შესაძლებელია ითქვას, რომ საუკეთესო საშუალება მაინც ონლაინ სესხების შედარების საიტებია, როგორიცაა მაგალითად www.topsesxi.com .

ასეთი ვებ-საიტების მეშვეობით თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ მრავალი სხვადასხვა ონლაინ სესხების კომპანიის შემოთავაზებასა და პირობებს, შემდგომ კი აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *