,,ყურადღება! დღეს საქართველოში დაიღუპა მეორე ადამიანი ღორის გრიპისგან, რომელიც ძალიან საშიშია.
ამიტომ უსაფრთხოების მიზნით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველამ უნდა გავიკეთოთ პირბადეები.
ქვევით დავწერთ პირბადის მოხმარების წესებს.

გახსოვდეთ, რომ:
თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ამით აჩვენებთ, რომ ავად ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფებს იცავთ.
…თუ ნიღაბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ბრძანდებით და ცდილობთ, გარშემომყოფთა ინფექციებისგან თავი დაიცვათ.

სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ადამიანის სასუნთქ გზებსა და საყლაპავ მილს დასნებოვნებული ადამიანის მიერ დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს;
ხოლო სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, მიკრობებისთვის ბარიერის როლს ასრულებს. ამიტომ ჯანმრთელმა ადამიანმა სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ყოველთვის სახისკენ უნდა მოაქციოს.

ნიღბის გაკეთების წინ სასურველია, ხელების საპნით დაბანა და, რა თქმა უნდა, ერთი ნიღაბი მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს. თანაც გახსოვდეთ – ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!

ნიღაბი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სახეს და, პირთან ერთად, ცხვირსაც ფარავდეს. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგ ხელები საპნით უნდა დაიბანოთ.ქუჩაში ნიღბის ტარება სასურველი არ არის.
ნიღბით თავი უნდა დაიცვათ დახურულ სივრცეში, სადაც დასნებოვნებული ადამიანია, ან ადამიანთა თავშეყრის ადგილებში.
ეპიდემიოლოგების კვლევის თანახმად, დამცავი ნიღბის გამოყენება და ხელების ხშირი ბანა გრიპით დაავადების რისკს 50%-ით ამცირებს.
გააზიარეთ ეს პოსტი რათა ბევრმა ადამიანმა გაიგოს და შევამციროთ ეპიდემიის გავრცელების რისკი.

#ერთადშევძლებთ
#საქართველოსთვის”

წყარო: ფეისბუქგვერდი – ,,ჩემი ქალაქი მკლავს”.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი