84 წლის წინ, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ოჯახს ახალი წევრი შეემატა. ახალშობილს მშობლებმა ირაკლი დაარქვეს, რომელიც მესამე დღეს მონათლეს წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. იმ დროს ვერც ნათლობის საიდუმლოს აღმსრულებელი არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და ვერც ნათლია, მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მონათლეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი.

ხვალ უწმინდესის დაბადების დღეა. “ევრონიუსი” ულოცავს იუბილეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს მას. ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს ილია მეორე მაცოცხლებელი ჰაერივით სჭირდება.ვინ

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი