საზოგადოება

როგორ მოვამზადოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალება ბალბისგან?

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ბალბის ნაყენი ან ნახარში (დამტკბარი) კუჭნაწლავის ტრაქტის მოშლილობის, სასუნთქი გზების ანთების დროს. მისი ნახარშის მიღებას ურჩევენ აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის ჭვალის დროს. ბალბის ყვავილები და ფოთლები გამოიყენება როგორც სპაზმოლიტური, ხველის საწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.  კარგია მისი ნახარშებისა და ნაყენის გამოვლება საყლაპავი მილისა და ხორხის ანთების დროს (განსაკუთრებით ხმის ჩახლეჩვისას), კანის გაღიზიანებისა და დამწვრობის დროს. ბუასილის სამკურნალო ნაყენი გამოიყენება საფენების სახით.

ბალბის ყვავილები და ფოთლები შეიცავენ ლორწოვან ნივთიერებებს, ტანინს, კაროტინს (პროვიტამინი A), ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთს, მინერალურ მარილებს (10-15%) შაქარს, ფიტოსტეროლს. ყვავილები შეიცავენ აგრეთვე ანტოციანურ გლიკოზიდ მალვინს. ნაყენი შეიძლება მომზადდეს შემდეგნაირად: 20 გრ. ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მ (1 ჩაის ჭიქა) წყალი, თავი დაახურეთ და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ და შეავსეთ საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე ანადუღარი წყლის დამატებით. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. ნახარში მზადდება პროპორციით 1:20.

ხალხურ მედიცინაში ბალბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებთი დაავადებების, ხველების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის დროს, კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების მოსაწმენდად.

მათი რეკომენდაციებით ნაყენი ასე შეიძლება მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცივი წყალი, გააჩერეთ 5 საათი, გადაწურეთ. ნაყენი დალიეთ ყლუპებით 2-3-ჯერ დღეში.

ყვავილების ცხელი ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ მშრალ ყვავილს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ერთი დღის განმავლობაში 3 ჯერზე.

პირის ღრუში გამოსავლებად და კომპრესებისათვის 2 ჩაის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ. ცხელი წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი და გადაწურეთ.

წყარო: ალტერნატიული მედიცინა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close