“აჭარიდან-გურიაში ამჯერად მაგნოლიამ “გაცურა”. მოძრავი ძეგლები, მოძრავმა ხეებმა ჩაანაცვლეს”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ოზურგეთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძე.  

 როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ამჯერად, მაგნოლიას ჯიშის ხე დარგოს საკუთარ ეზოში. მას, ტიტას შემდეგ, ციხისძირიდან, მაგნოლია გადააქვს  ურეკში, თუმცა, გიგანტური ხის ტრანსპორტირება უკვე სახმელეთო საშუალებით ხდება. ამის გამო, დღეს, 12- დან 15 საათამდე სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს. წყაროს ინფორმაციით, ამისათვის, “საქართველოს რკინიგზაში” სპეციალური წერილი გაიგზავნა და მათგან ნებართვაც გაიცა.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი