როინ მოგრიაული, ადვოკატი:
_ შპს „გორის სტომატოლოგიური პოლიკლინიკას სახელმწიფომ, მიუხედავად 1999 წელს განხორციელებული და დასრულებული პრივატიზაციისა, გორში მდებარე 2 უძრავი ქონება არ გადასცა საკუთრებაში. მეტიც, 2010 წელს ეკონომიკის სამინისტრომ თავის სახელზე დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში ეს ქონებები. მხოლოდ 2017 წელს მოხერხდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სახელმწიფოსათვის ამ ქონებების ჩამორთმევა.
გარდა ამისა, სახელმწიფომ არც 100% წილი გადასცა პოლიკლინიკის იმ 60 თანამშრომელს, რომლებმაც ამისათვის, ჯერ კიდევ 1999 წელს, სრული თანხა გადაიხადეს. პოლიკლინიკის თანამშრომელთა და თვითონ შპს-ს თითქმის 20-წლიანი „ბრძოლა“ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ახლახან წარმატებით დასრულდა.
პირველი ნაბიჯი გადადგმულია: თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ივანე აღნიაშვილი) შპს „გორის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკას“ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონებები, და იმავდროულად, პოლიკლინიკის 60 თანამშრომელს პროპორციულად გადასცა პოლიკლინიკის 100% წილი. სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი ვერ მოესწრო ამ სასიხარულო ფაქტს ….
იმედია, სახელმწიფო (ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო) შეეგუება სამართლიანობის აღდგენის ამ ფაქტს და, როგორც სჩვევიათ, „კუდის რიკემდე“, ანუ უზენაეს სასამართლომდე არ მიჰყვებიან ამ საქმეს და 20 წლის შემდეგ ნანატრ სიმშვიდეს დაუბრუნებენ 60 ოჯახს….
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი