ნინო კვაჭანტირაძე, ჟურნალისტი:

_ ტრადიციულად დღეს გურიაში ყველაზე დიიიიდი დღესასწაულია, საახალწლო ზეიმი დღევანდელ დღეს იწყებოდა და ცხემლისჭრას უწოდებდნენ.
ოჯახის მამა ტყეში მიდიოდა, ცხემლას ჭრიდა და კალანდობის წინა საღამოს ბუხარში ან შუაცეცხლში დააგუზგუზებდა ( ნედლ ცხემლას ცეცხლი კარგად ეკიდება) ამ დროს ოთახში იდგა ტკბილეულით, ჯანჯუხებით, ჩირებითა და ხილით მორთული ჩიჩილაკი. ჩიჩილაკს თავზე გამოთლილ ჯვარს ამაგრებდნენ. საგანგებოდ მზადდებოდა ხონჩა – წმინდა ილორი. ხონჩაზე ელაგა ღორის მოხარშული თავი, დედალი, შემწვარი წიწილები…

 12 საათზე მოდიოდა ფეხადი (მეკვლე) ბედნიერი კალდობისა და ახალი წლის მოლოცვებით. ცხემლისჭრას და კალანდობას ქათმისფერხვა მოსდევდა და ამ დღისთვის მეკვლედ ბარაქიან, კეთილ, ზორბა და პუტკუნა ქალს ეპატიჟებოდნენ (დაახლოებით ჩემნაირს …) – ქათმებიც “სოღვა” და მსუქანი რომ ყოლოდათ. სჯეროდათ იმისიც, რომ თუკი ქათმისფერხვის მეკვლეს თავზე პომპონიანი ქუდი ეხურებოდა, ქათმები ქოჩორა ეყოლებოდათ. მეკვლეს კი მარცვლეული უნდა მოებნია ეზოში, სახლში, საბძელში და თან ეძახა – ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზი( მოჩხოროზი მეგრულად წიწილას ნიშნავს და ვერ გეტყვით, რატომ ისესხეს ეს სიტყვა გურულებმა).
მრავალ ცხემლისჭრას, კალანდას და ქათმისფერხვას დაესწარით ჩემებო – აჭარიდან დაწყებული ქიზიყით დამთავრებული, რაჭა სვანეთი, აფხაზეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი,თუშ-ფშავ ხევსურეთი,კახეთიი, სამაჩაბლო. ქართლიიი და ჩემი კალანდისშენახავი გურია, იხარეთ თქვენ, თქვენი გუგუნი, კრიმანჭული და ჩაკრულო და მგზავრული და მაყრული და ნადური არ მოშლოდეს ამ ქვეყანას, მაგრააამ ხორუმი და ფერხული მაინც ყველაზე მაგარი ცეკვააა!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი