დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ როცა გაირკვა, რომ მამუკა ბახტაძეს 2012 წლის არჩევნების წინ ოცი ათასი შეუწირავს ნაცმოძრაობისთვის, ქოცგამპრავებლებმა, აბა რა უნდა ექნა, არ გადაიხდიდა და დაიჭერდნენ-მოკლავდნენ-აწამებდნენ-ოთხში ამოიღებდნენო, და საერთოდ, ვის არ გადაუხდია ნაცებისთვის, შეიძლება ყველა ვართ მაგ სიაშიო.

თან, ნაცი რომ რაღაც შუალედური არსება ჰგონიათ ვამპირსა და ჭინკას შორის, ნაცმოძრაობის მმართველობა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტება, ხოლო მთავარი ეგზისტენციალური კითხვა ცხოვრებაში “სად იყავი 2012 წლამდე?”, ის ხალხი ბაზრობს ამას ძირითადად.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პრემიერ მინისტრი სწორედ მამუკა ბახტაძე გახდება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი