ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის უფროსი, პრეზიდენტის რეზიდენციის ხარჯებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მონაცემებს ეხმაურება.

საუბარია 4 541 589 ლარზე, რომელიც სდსს-ს მონაცემებით, 2015-2016 წლებში პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვისთვის დაიხარჯა. აქედან ყველაზე მეტი – კომუნალური ხარჯია. უფრო ზუსტად გაზის, ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი. შემდეგ მოდის შრომის ანაზღაურება და შენობის მოვლა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს ხარჯები გაწეულია სდსს-ს მიერ და არა ადმინისტრაციის მხრიდან. მისივე თქმით, ციფრები მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტისთვისაც და ის თითოეული თეთრით დაინტერესდება.

„როგორც ჩანს, დაანონსდა პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სეზონი. წარმოდგენილი ციფრები, წარმოდგენილი ხარჯები არის გაწეული სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად, ეს ციფრები იყო სრულიად სიურპრიზი ჩვენთვის. ისევე როგორც საზოგადოებას აინტერესებს, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს თითოეული თეთრის ეფექტიანობა, რომელიც დაცვის სამსახურის მიერ არის გაწეული,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ვერ კონტროლდება “ქართული ოცნების” მიერ. შესაბამისად, მისი განმარტებით, საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის და რა მოტივით ვრცელდება ეს ინფორმაცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი