საზოგადოება

,,როგორც ბატონი ბიძინა გადაწყვეტს, ისე იქნება”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ ამ ხელისუფლების მიმარ არსებობს უნივერსალური ფორმულა, რომელიც უტყუარია ყველა შემთხვევაში. ესაა ,,როგორც ბატონი ბიძინა გადაწყვეტს, ისე იქნება”.

ყველაფერი დანარჩენი არის მკითხაობა. რეალურად არავინ იცის კვირიკაშვილი დარჩება თუ წავა, წულუკიანს მოხსნიან თუ დააწინაურებენ, გახარია გახდება პრემიერი თუ არ გახდება და ა.შ.

ეს იცის მარტო ერთმა კაცმა, რომელსაც თან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი განხილული აქვს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირთან და არა მარტო მათთან, მაგრამ ერთია, ვის რას დაპირდა და მეორეა, რას გადაწყვეტს საბოლოოდ. ამიტომ გამორიცხული აბსოლუტურად არაფერი არაა.

ბიძინა ივანიშვილს აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები და არ ჰყავს არც მუდმივი მეგობრები, არც მუდმივი პარტნიორები და არც მუდმივი მონები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close