“როგორია უმუშევრობის რეალური დონე საქართველოში, 12% – როგორც ამას ოფიციალური სტატისტიკა ამტკიცებს, თუ 66% – როგორც ამას მოსახლეობა აცხადებს?” _ კითხულობს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი – თემურ ბასილია და კითხვას თავადვე პასუხობს:

“ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ეკონომიკურად აქტიური 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან, 1.8 მილიონი ყოფილა დასაქმებული, ხოლო უმუშევარია -მხოლოდ 242 ათასი. ანუ, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობის დონე 12%-ს არ აღემატება. ამავე დროს, დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვების თანახმად, საკუთარ თავს დასაქმებულად არ თვლის გამოკითხულთა 66%. გამოკითხულთა მხოლოდ 34% აცხადებს, რომ ის დასაქმებულია”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი