„კახეთის რკინიგზის რეაბილიტაციის პროექტი აზიის განვითარების ბანკში შევიტანეთ, რათა მათი დახმარებით ამ მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზის აღდგენა შევძლოთ“, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საინფორმაციო სააგენტო „Business Time”-ს განუცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა გვითხრა, საუბარია რკინიგზაზე, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება.

„რკინიგზის ნაწილი მევენახეობის ზონაში გადის, რაც ტურისტული კუთხით ძალიან საინტერესოა და ამის საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს. კახეთისთვის, რკინიგზის განვითარება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო კუთხითაც, მაგალითად, ამ გზით ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე ცხვრის გადაყვანა შეიძლება განხორციელდეს.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან. მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იქნება“, – გაგვიცხადა ქადაგიშვილმა.

წყარო: /businesstime.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი